პანკისში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი თბილისსა და პანკისში აქციებს აანონსებს.
განცხადება მალხაზ მაჩალიკაშვილმა რამდენიმე წუთის წინ, პარლამენტის შენობასთან გააკეთა.
მაჩალიკაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს დაპირების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს.
მისი თქმით, მან პრემიერთან შეხვედრისას მიიღო დაპირება, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისია შეიქმნებოდა, თუმცა მისი თქმით, პრემიერმა პირობა არ შეასრულა და მისი შვილის მკვლელობაზე არავინ არაფერს ამბობს.
მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, მას შემდეგ რაც რამადანი დასრულდება, 15-16 ივლისიდან ის პანკისელებთან ერთად დედაქალაქშიც და ხეობაშიც აქციებს დაიწყებს.
მაჩალიკაშვილის მოთხოვნა უცვლელია, ის შვილის უდანაშაულობის აღიარებას, დამნაშავეები გამოვლენასა და დასჯას ითხოვს.
rustavi2.ge