,, აშკარაა, რომ იაპონია არამეგობრული ქვეყანა გახდა“, – ამის შესახებ კრემლის პრესპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
“აშკარაა, რომ ახლა, როცა იაპონია გახდა არამეგობრული ქვეყანა და შეუერთდა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მტრული ქმედებების მთელ რიგს, რა თქმა უნდა, ძალიან, ძალიან რთულია საუბარი მოლაპარაკებების პროცესის გაგრძელებაზე”, – თქვა პესკოვმა
კრემლის პრესპიკერი, ასევე გამოეხმაურა იაპონიის ხელისუფლებას, რომელმაც კუნძულებს, რუსეთის მიერ ოკუპირებული უწოდა. კონკრეტულად კი, იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიპლომატიის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშში, “ლურჯი წიგნი”, კურილიის კუნძულების სამხრეთ ნაწილი განმარტა, როგორც “არალეგალურად ოკუპირებული”. აღსანიშნავია, რომ ეს ფორმულირება პირველად გამოჩნდა 2003 წლის შემდეგ.
ცნობისთვის, მარტში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ წყვეტს მოლაპარაკებებს იაპონიის ხელისუფლებასთან სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ, რადგან ისინი რუსეთის წინააღმდეგ ცალმხრივ სანქციებს აწესებდნენ. პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ მოსკოვის გადაწყვეტილება გააპროტესტა. მან აღნიშნა, რომ იაპონური მხარე ჩრდილოეთ ტერიტორიების (სამხრეთ კურილის) პრობლემის გადაჭრის კურსს არ ცვლის. იაპონიის საელჩომ მოსკოვში, ასევე განაცხადა, რომ რუსეთის გადაწყვეტილება არ გააგრძელოს მოლაპარაკებები “უკიდურესად სამწუხაროა და სრულიად მიუღებელი”. ანტირუსული სანქციების შემოღების შემდეგ იაპონია რუსეთის მიმართ არამეგობრული ქვეყნების სიაში მოხვდა.
ავტორი