პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პრორუსულ და ძალადობრივ პლატფორმა „ალტ-ინფოს“ ბრიფინგზე დასასწრებად მედიააკრედიტაცია არ მისცა. გადამღები ჯგუფი ადმინისტრაციის შენობაში გასაშუქებლად ვერ შევიდა.
გუშინ, 11 აპრილს, 18:00 ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროკომისიის კითხვართან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.
„ალტ-ინფო“ გუშინდელ გადაცემაში გასულ სიუჟეტში აღნიშნავდა:
„პრესცენტრს მინდა, რომ გავესაუბრო – ყველა ჟურნალისტი შეუშვეს აბსოლუტურად, ჩვენ გარდა. სამი საათით ადრე, როგორც კი ჩაინიშნა პრეზიდენტის ბრიფინგი, მაშინვე გადმოაგზავნა ჩემმა პროდიუსერმა, თუმცა შეუშვეს ყველა და უკვე მე-2 შემთხვევაა, როცა მე არ მიშვებენ“, – ამბობს „ალტ-ინფოს“ წარმომადგენელი სიუჟეტში.
წყარო: publika.ge