,,ახალი კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტი სახელმწიფოს მეთაური არის, მაგრამ ქვეყნის მართვაში მონაწილეობას არ იღებს, აქედან გამომდინარე, თუ ვინმეს კითხვების დასმის სურვილი ექნება პრეზიდენტთან, ეს სურვილი შემოიფარგლება მხოლოდ მისი უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში“,_ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა ,,გურია ნიუსთან“ განაცხადა. ამასთან, როგორც ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში დებატების განმაპირობებელია ხოლმე.
,,ახალი კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტი სახელმწიფოს მეთაური არის, მაგრამ ქვეყნის მართვაში მონაწილეობას არ იღებს, აქედან გამომდინარე, თუ ვინმეს კითხვების დასმის სურვილი ექნება პრეზიდენტთან, ეს სურვილი შემოიფარგლება მხოლოდ მისი უფლებამოსილების გახორციელების ფარგლებში. პრეზიდენტი ქვეყანას არ მართავს, აქედან გამომდინარე, მას ვერ მოსთხოვ ანგარიშს ეკონომიკურ, სოციალურ თუ სხვა მდგომარეობაზე. ჩემი აზრით, პრეზიდენტის მიერ შეწყალების უფლების გამოყენება, დაჯილდოების უფლების გამოყენება თუ მოქალაქეობის მინიჭების უფლების გამოყენება, ნაკლებად შეიძლება იყოს პარლამენტის მსჯელობის საგანი. ის არ არის ვალდებული პარლამენტის წინაშე, ის ანგარიშვალდებულია საზოგადოების წინაშე. ოპოზიცია ცდილობს ხოლმე პრეზიდენტის მიმართვა დებატების წასამართავად გამოიყენოს. ტრადიციულად, პრეზიდენტის გამოსვლა დებატების განმაპირობებელია, პრეზიდენტის გამოსვლისას ოპოზიცია რა თემაზე მოისურვებს მსჯელობას, უცნობია. ეს, როგორც წესი, თავისუფალი ინტერპრეტაციით წარიმართება ხოლმე“,_განაცხადა ქუცნაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით 2 მაისს წარსდგება. სხდომას პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები დაესწრებიან.