პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების გაზიარებით საქართველოს პარლამენტი მოიგებს – აცხადებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი.
აბაშიშვილი გამოეხმაურა პრეზიდენტის ვეტოს და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, რომ დეპუტატები მართლაც გულდასმით გაეცნონ მოტივირებულ შენიშვნებს.
”პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ დეპუტატები მართლაც გულდასმით გაეცნონ მოტივირებულ შენიშვნებს. კარგი იქნებოდა ეს აქამდე არსებულ ვეტოებზეც მომხდარიყო, მაგრამ არა უშავს, ახლა არის შესაძლებლობა, რომ დეპუტატები ჩაუღრმავდნენ მოტივირებულ შენიშვნებს. იქ არის მართლაც ძალიან ბევრი, ძალიან საინტერესო მოსაზრება, რომლებიც გამოთქმული იყო მათ შორის, პოლიტიკური პარტიებისგან, არასამთავრობო ორგანიზაციებისგან და სფეროს ექსპერტებისგან. ძალიან ღირებული შენიშვნებია და ვფიქრობ, აღნიშნული მოტივირებული შენიშვნებით მხოლოდ მოიგებს საქართველოს პარლამენტი და მივიღებთ უკეთეს კანონმდებლობას. მე ამის იმედი მაქვს”, _ აღნიშნა აბაშიშვილმა და დასძინა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია მზად არის ნებისმიერი ტიპის კომუნიკაციისთვის, რათა, საბოლოო ჯამში, მოტივირებული შენიშვნები გაზიარებული იქნას.