პრინცი ფილიპი, დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელიზაბედ მეორეს მეუღლე, 99 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ განცხადება ბუკინგემის სასახლემ გაავრცელა.
„სამეფო უდიდებულესობა გარდაიცვალა ამ დილით უინძორის სასახლეში”,_ ნათქვამია განცხადებაში.
როგორც ცნობილია, მან ერთი თვე საავადმყოფოში გაატარა, საიდანაც უინძორის სასახლეში 16 მარტს დაბრუნდა.