დოჰაში ტრიუმფის შემდეგ, ნიკოლოზ ბასილაშვილი დუბაის, ATP 500 ქულიან ტურნირში ჩაერთო და, სამწუხაროდ, პირველივე შეხვედრაში დამარცხდა მსოფლიო რეიტინგის 30-ე ნომერ, ამერიკელი, ტაილორ ფრიცთან.
შეხვედრის ბედი 3 სეტში გაირკვა. ამერიკელმა მძიმე ბრძოლაში (6:4, 3:6, 7:6) დაამარცხა ნიკოლოზი და შემდეგ ეტაპზე რუს, ანდრეი რუბლიოვს დაუპირისპირდება..
აღსანიშნავია, რომ სწორედ ფრიცი შეხვდა დოჰას ტურნირზე ნიკოლოზს ნახევარფინალში, სადაც ქართველმა შეძლო ტაიბრეიკის და მთლიანად მატჩის მოგება.