https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რუსეთი უკრაინაში საელჩოზე განზრახ თავდასხმაში დაადანაშაულა

    რით მოკლეს ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი რუსეთში – რა განაცხადეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე

    ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკელების მიერ დათმობების თემა ხშირად უკრაინის კონტექსტში განიხილება და არა რუსეთის

    ნატო-ში აშშ-ის ელჩი – უკრაინაში რუსეთის ომის დასრულება ჩინეთს ერთი სატელეფონო ზარით შეუძლია

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“პრობლემები აქ ნახეთ, ჩემთან _ წაიღო ყველაფერი წყალმა!”

14:08; 5.08.2020
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

“გურია ნიუსის” ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალას ჩოხატაურში მოსული უხვი ნალექის შესახებ, სადაც მერიის პრესსამსახურზე დაყრდნობით ვწერდით, რომ კოკისპირულ წვიმას მუნიციპალიტეტში სერიოზული პრობლემები არ შეუქმნია, სოციალურ ქსელში ქსელის მომხმარებელი ნათია კვინტრაძე გამოეხმაურა.

“პრობლემები აქ ნახეთ, ჩემთან, წაიღო წყალმა ყველაფერი”, _ მოგვმართავდა კვინტრაძე, რომელმაც მიყენებული ზარალის ამსახველი ფოტომასალაც მოგვაწოდა.

“გურია ნიუსი” ნათია (ნათელა) კვინტრაძეს დაუკავშირდა _ იგი დაბა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ნიკო მარის ქუჩა #3-ში ცხოვრობს.

“უნდა გენახათ, აქ რა მდგომარეობა იყო. დილით სამსახურში მივდიოდი. ბოტასი მეცვა, ზემოდან გადამივიდა წყალი. მთელი ეზო დატბორილი იყო. მოვბრუნდი, “ვალინკა” ჩავიცვი. გადავედი ეზოდან და რას ვხედავ _ წყალი არ ეტევა არხში და არხიც ისე იყო გაჭედილი, რომ ქუჩაში და ჩემს ეზოში მდინარედ მიედინებოდა. ზევით მსხვილი მილი დევს, ქვევით _ უფრო წვრილი. მოდის ამხელა ნიაღვარი და ეს პატარა მილი როგორ გაატარებს?!

თქვენი ნიუსი ვნახე _ მერია იუწყებოდა, სტიქიას პრობლემები არ შეუქმნიაო. მოსულიყვნენ აქ და ენახათ, შემექმნა თუ არა პრობლემა”, _ გვითხრა კვინტრაძემ და თავისი გასაჭირის შესახებ გვიამბო:

“რამდენი მოვყვე ჩემი გასაჭირის შესახებ?! გასაჭირის მეტი რა მინახავს ამ ერთ წელიწადში. ერთი წლის წინ მეუღლე გარდამეცვალა. მაშინ დაიწყო ჩემი გაჭირვებაც. მარტო ვიბრძვი შვილების და ოჯახისთვის. ოჯახში ხუთნი ვცხოვრობთ _ მე, ჩემი 86 წლის დედამთილი და სამი შვილი. რომელთაგან უფროსი სტუდენტია, მომდევნოები სკოლის მოსწავლეები არიან. არც მაშინ, როცა მეუღლე გარდამეცვალა და არც მას შემდეგ, არც ამ კორონავირუსის პანდემიის დროს, როცა მუნიციპალიტეტი თუ სახელმწიფო სხვადასხვა დახმარებას გასცემდა, არავის გახსენებია ჩვენი ოჯახი. არავინ მოსულა და უკითხავს, ამ რთული მდგომარეობის დროს რა გვიჭირდა, რით გაგვქონდა თავი და საერთოდ თუ ვარსებობდით.

საარსებოს კიდევ რაღაცას გამოვნახავ _ ჯერ მაქვს ჩემი მარჯვენის იმედი, არანაირ სამუშაოს არ ვთაკილობ, ოღონდ იყოს. რა ვქნა, ბავშვები მყავს, სტუდენტს რა ვუყო? კიდევ გიმეორებთ _ საარსებო პურის ფულს რაღაცას ვუზამ, ვიშოვი, მაგრამ ამ სახლს რა მოვუხერხო _ რამდენჯერ ძლიერი ქარი და წვიმა იქნება, იმდენჯერ აძრობს სახურავს და ოთახები სულ მევსება წყლით. ცოტათი რომ დამეხმარებოდნენ…

მეუღლე რომ დამეღუპა, სწორედ იმ დროს ისეთი უამინდობა, ქარი და გრიგალი იყო, გადახადა მთლიანად სახურავი სახლს. მეზობელი დავიხმარე, ვთხოვე, იქნებ, როგორმე შემომაჭედინო სახურავი-მეთქი. ჩემი შვილი ეხმარებოდა. გაამაგრეს მაშინ. მერე კიდევ იყო მსგავსი სიტუაცია. ხელოსანი მოვიყვანე, 300 ლარი მომთხოვა ხელობის ფული, მაგრამ ისიც მითხრა, აზრი არ აქვს ამის შეკეთებას, თუ თავიდან არ გადახურე მთლიანადო. იმდენჯერ გადახადა ქარმა სახურავი და იდინა წვიმის წყალმა, “ქილიშები” მთლიანად დაულპია.

ახლა წვიმამ სარდაფი სულ ამოავსო წყლით. რაც შევძელი ამოვღვარე, მაგრამ ბოლომდე კიდევ ვერ გავწმინდე. თქვენ რომ ფოტოები გამოგიგზავნეთ, იქ თითქმის ამოწმენდილი მაქვს წყლისგან. ისეთი მდგომარეობა დამხვდა ეზოშიც და სარდაფშიც, უცებ ვერ მოვიფიქრე, ვერც ფოტოების გადაღება და ვერც შესაბამისი სამსახურებისთვის შეტყობინება. თქვენი ნიუსი რომ წავიკითხე, მერე გადავუღე სარდაფს. საკუთარი ძალებით შევეცადე, მომეგვარებინა პრობლემა. დავიჭირე ხელში ნიჩაბი, თოხი და თავსხმა წვიმაში ქუჩაში არხის გაწმენდა დავიწყე. სახლში ბავშვები დამეხმარნენ და ამ დონემდე მივიყვანეთ, რასაც ხედავთ”, _ გვეუბნება კვინტრაძე.

ნათია კვინტრაძის თქმით, სახლის გადასახური მასალით უზრუნველყოფის თხოვნით რამდენჯერმე მიმართა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას:

“ადრე, წლების წინაც დავწერე განცხადება, მაგრამ ახლა, ძალიან რომ გამიჭირდა, 3 თვის წინ ისევ მივედი მერიაში, იქნებ სახლის გადასახური მასალით დამეხმაროთ-მეთქი. მოვიდა კომისია, გადაიღეს ფოტოები, მაგრამ შედეგი არ ჩანს.

ჩოხატაურის მერთან, ირაკლი კუჭავასთან შევედი და დახმარება ვთხოვე. ამ ეტაპზე არავითარი საშუალება არ გვაქვსო, _ მითხრა; მერე დეპუტატთან _ ნინო წილოსანთანაც ვიყავი. ჩაიწერა მონაცემები, დაგიკავშირდებითო, მაგრამ არავინ დამკავშირებია. ახლა ორშაბათს (საუბარი ჩაწერილია ოთხშაბათს, 29 ივლისს. ავტ.) კიდევ ჩავედი მერიაში. იქედან იქით გამაგზავნეს, იქედან _ იქით; ბოლოს მითხრეს გოჩა ჯინჭარაძესთან მიდიო. მივედი. ჯინჭარაძემ მითხრა, თუ მეტყვიან განცხადებაა შემოსული, ვიტყვი, რომ დახმარება ნამდვილად გჭირდება,  სხვა მე არაფერი შემიძლიაო და ვარ ასე _ ამოვარდება ქარი, გადახდის სახლს სახურავს, მერე გაწვიმდება და გაივსება წყლით ოთახები. მეშინია, ჭერი არ ჩამომივარდეს და ბავშვები და მოხუცი არ მოიყოლოს, თორემ ჩემს თავს აღარ დავეძებ”.

ნათია კვინტრაძის თქმით, წლების წინ ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი ჰქონდა, მაგრამ მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, გეგმიური გადამოწმებისას, მაღალი სარეიტინგო ქულით შეფასდა:

“სანამ მეუღლე ცოცხალი მყავდა, სოციალურად დაუცველის სტატუსი მქონდა. ყოველ ბავშვზე ვიღებდი კვების ვაუჩერს, ასევე, ფულად დახმარებას და რაღაცას პურის ფულად ვიზოგავდი. გახდა უფროსი სრულწლოვანი, კაი, ბატონო, მოეხსნა მას დახმარება, მაგრამ დანარჩენებს რომ აღარ აძლევენ?!

მერაბი რომ მოკვდა, მოვიდა სოციალური აგენტი შემოწმებაზე, გადაამოწმა, უფროსი გოგო სტუდენტია და შენთან არ ითვლება, დეკლარაციაში ვერ შევიყვანთო, _ მითხრა. სტუდენტი რომაა, რა ქნას, იმას არ უნდა იქ პატრონობა?! სტუდენტი შვილი შვილი არ ყოფილა, მაგათ რომ ჰკითხო. მე თუ არ მივხედე, რით ირჩინოს თავი?! გარდა ამისა, სახლში ათეროსკლეროზით დაავადებული, 86 წლის დედამთილი მყავს. მისი პენსია წამლებისთვის არ ჰყოფნის საცოდავს. ცოტა ხნის წინ ძალიან რთული მდგომარეობა გვქონდა _ ისე ცუდად მყავდა, სხვა გზა აღარ მქონდა და წავედი, დავწერე სოციალურ სამსახურში განცხადება წამლის შესაძენი თანხით უზრუნველყოფის შესახებ. დამეხმარნენ 100 ლარით და ვუყიდე წამლები. დედამთილის მდგომარეობის გამო, სახლიდან შორს ვერ მივდივარ, სულ უნდა იყოს მის გვერდით ვინმე _ ასეთი პირობების მქონე ოჯახი გადაამოწმეს და იმაზე მაღალი სარეიტინგო ქულა მოგვივიდა, ვიდრე მაშინ გვქონდა, სანამ ქმარი ცოცხალი მყავდა და დედამთილიც ჯანმრთელად იყო!

ჩავედი სოციალურ სამსახურში, რომ გამეგო, რატომ შეფასდა ასე მაღალი ქულით ჩემი გაჭირვებული ოჯახი. იქ მითხრეს, ოზურგეთში გაასაჩივრეო. ამასობაში დაიწყო პანდემია, შეზღუდვები და ვეღარ წავედი ოზურგეთში. ახლა მითხრეს, “ცხელ ხაზზე” დარეკე და გაგარკვევენო. არც მანდ ვრეკავ _ ტყუილად დროის გაყვანისთვისაა მოგონილი ეგ ყველაფერი”, _ გვითხრა ნათია კვინტრაძემ.

29 ივლისს მოსული უხვი ნალექის შედეგად შექმნილ და ზოგადად, ნათია კვინტრაძის ოჯახის პრობლემების შესახებ სასაუბროდ მუნიციპალიტეტის მერს, ირაკლი კუჭავას დავუკავშირდით. მისი ინფორმაციით, მერიაში ნალექით გამოწვეული პრობლემის შესახებ არც სიტყვიერი და არც წერილობითი განცხადება არ შესულა:

“ვერ დაგეთანხმებით, რომ 29 ივლისს მოსულმა უხვმა ნალექმა დაბის მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა. ასეთი პრობლემები მრავლად იყო წინა წლებში, სანამ სანიაღვრე არხები გაკეთდებოდა თითქმის ყველა ქუჩაზე. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ არც ერთი ოფიციალური თუ სიტყვიერი შეტყობინება არ შემოსულა მერიაში. თუ კონკრეტულ მისამართზე  არსებულმა სანიაღვრე არხმა დროებით ვერ გაატარა ძლიერი წვიმის შედეგად წარმოქმნილი ნიაღვარი, ეს მხოლოდ ლოკალური შემთხვევაა და საცხოვრებელი სახლის დატბორვას ადგილი არ ჰქონია.

რაც შეეხება სახურავის მასალით დახმარების საკითხს, აღნიშნულმა პიროვნებამ განცხადებით წელს მომართა მერიას  და მიიღო პასუხი, რომ აყვანილია აღრიცხვაზე. ყოველწლიურად ძალიან ბევრი განცხადება შემოდის და ყველა განცხადების დაკმაყოფილების შესაძლებლობას მოკლებულნი ვართ. აქვე გვინდა გაცნობოთ, რომ ამ ოჯახიდან კიდევ იყო განცხადება მედიკამენტების შეძენის თაობაზე, რაც დაუკმაყოფილდათ”, _ გვითხრა ირაკლი კუჭავამ.

რაც შეეხება ჩოხატაურის მერის წარმომადგენელს დაბის ტერიტორიულ ერთეულში, გოჩა ჯინჭარაძეს, ის “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობს, რომ აღნიშნული ოჯახის პრობლემების შესახებ მისთვის ცნობილია. მის  შესაძლებლობაში კი ოჯახისთვის რეკომენდაციის გაწევაა მხოლოდ, რადგან დასახმარებელი ფინანსები მას არ გააჩნია:

“მე ახლაც მივალ კვინტრაძესთან ოჯახში და კიდევ ერთხელ მოვიკითხავ პრობლემის შესახებ. შეგიძლიათ, თქვენც წამობრძანდეთ ჩვენთან ერთად”, _ გვითხრა გოჩა ჯინჭარაძემ.

იმის გასარკვევად, რატომ შეუწყდა ნათია კვინტრაძის ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი, სოციალური მომსახურების სააგენტოს დავუკავშირდით:

“კვინტრაძის ოჯახი სოციალურად დაუცველთათვის განკუთვნილი შემწეობის მიმღები არ ყოფილა, მაგრამ ოჯახი იღებდა თითოეულ ბავშვზე დახმარებას _ 50-50 ლარს, რომელიც განკუთვნილია 16-წლამდე ასაკის იმ ოჯახების ბავშვებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა 100 000-მდეა. ზოგ მუნიციპალიტეტში გაყოფილია ეს _ 30 ლარი კვების ვაუჩერზე ერიცხებათ, დანარჩენი 20 _ თანხის სახით. ოჯახში 3 ბავშვი იყო. როცა ერთს შეუსრულდა 17 წელი, რადგან დახმარება 16-წლამდე მოზარდებისთვისაა განკუთვნილი, მას შეუჩერდა ეს დახმარება, მეორე ბავშვი კი იღებდა. ოჯახი ხელახლა გადამოწმდა 2020 წლის 16 იანვარს, მეუღლის გარდაცვალების გამო ანუ მოხდა დემოგრაფიული ცვლილება. რის შედეგადაც უკვე მოუვიდათ მაღალი სარეიტინგო ქულა _ 104 000 და რადგან ქულა 100 000-ს გადაცდა, ბავშვს ეს 50 ლარი მოეხსნა.

ოჯახის ხელახალი გადამოწმება შესაძლებელია გადამოწმებიდან, ანუ 16 იანვრიდან ერთი წლის შემდეგ, თუ რაიმე ახალი გარემოება არ დადგა, ვთქვათ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების საფუძველზე წარმოადგენენ ფორმა #100-ს”, _ გვითხრეს სოციალური მომსახურების სააგენტოში.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

“აშშ-დან გაკეთებული შემოწირულობის გამო კომუნიკაციების კომისიამ “კავკასიას” მიმართ ადმინისტრაციული საქმისწარმოება დაიწყო” – ჯანგირაშვილი

19:55; 16 თებერვალი, 2026
საზოგადოება

„შენი თავგანწირვით კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით თუ, რა ფასად მოიპოვება თავისუფლება“

19:23; 16 თებერვალი, 2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:46; 16 თებერვალი, 2026
საზოგადოება

ვის გადასცემს “ფორმულას” წილს კომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორი

17:25; 16 თებერვალი, 2026
საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ – ვალუტის კურსი

17:20; 16 თებერვალი, 2026

უფასო კარდიოლოგიური გამოკვლევები ბათუმელი ვეტერანებისთვის (R)

თიბისის მხარდაჭერით ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქართული ემიგრაციის მუზეუმი დაარსდა (R)

ყველა სიახლე

საზოგადოება

“აშშ-დან გაკეთებული შემოწირულობის გამო კომუნიკაციების კომისიამ “კავკასიას” მიმართ ადმინისტრაციული საქმისწარმოება დაიწყო” – ჯანგირაშვილი

19:55; 16.02.2026
საზოგადოება

„შენი თავგანწირვით კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით თუ, რა ფასად მოიპოვება თავისუფლება“

19:23; 16.02.2026
პოლიტიკა

სამეწარმეო ვენახის გაშენებაზე თანხმობა იქნება საჭირო – ვის უნდა მიმართოთ

18:34; 16.02.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:46; 16.02.2026
საზოგადოება

ვის გადასცემს “ფორმულას” წილს კომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორი

17:25; 16.02.2026
საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ – ვალუტის კურსი

17:20; 16.02.2026
საზოგადოება

ხანძარს ქალი ემსხვერპლა

16:54; 16.02.2026
ფინანსები

თუ პროგრამირება გაინტერესებს, დარეგისტრირდი Code IT-ზე  – პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

16:06; 16.02.2026
პოლიტიკა

საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს

15:35; 16.02.2026
სამართალი

რა გადაწყვეტილება მიიღო სააპელაციო სასამართლომ ზვიად რატიანის საქმეზე

15:11; 16.02.2026
სამართალი

მოსწავლემ სკოლაში თვითდაზიანება მიიყენა

14:59; 16.02.2026
საზოგადოება

“ერბო“, „ნადუღი“, „კარაქი” დაილუქა” – სად გამოავლინეს რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები

14:31; 16.02.2026
საზოგადოება

ხანძარი სკოლაში – ვიდეო შემთხვევის ადგილიდან

14:22; 16.02.2026
პოლიტიკა

კობახიძე: რუსეთი არ აღიარებს საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას ტერიტორიის 20%-ზე, ექსტრემალური ძალები კი – 100%-ზე, ვუპირისპირდებით

13:35; 16.02.2026
სამართალი

ავტობუსის მძღოლს ფიზიკურად გაუსწორდნენ

13:24; 16.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

12:03; 12.02.2026
0

ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

11:42; 11.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო