ყველი და ხორცი – ყველი ანელებს ორგანიზმისთვის ხორცის ათვისების უნარს და პირიქით, ხორცი ყველისას. ეს ნიშნავს, რომ ამ პროდუქტებისგან ვერანაირ სარგებელს ვერ ვიღებთ და ხელს ვუშლით ასევე მონელების სისტემას.
თევზი და კვერცხი – ისინი საერთოდ ვერ აითვისება ორგანიზმის მიერ ერთად და ხელს უშლიან მონელების სისტემას. უმჯობესია კვერცხთან ერთად ბოსტნეული მიირთვათ.
ჩაი და კრუასანი – ჩაი შეიცავს ტანინებს, რომელიც ხელს უშლის ვიტამინების შეწოვის პროცესს, ასევე მასთან ერთად კრუასანის მირთმევით ფერხდება მონელების პროცესი. უმჯობესია თუ კრუასანს ყავასთან ერთად მიირთმევთ.
კივი და იოგურტი – თქვენთვის ალბათ მოულოდნელია, რომ ეს ტანდემი მავნე კომბინაციების სიაშია. მაგრამ ფერმენტები, რომლებითაც კივი ამდენად მდიდარია, ხელს უწყობს რძის ცილის დაშლას, რაც იოგურტს მწარეს და მავნეს ხდის.
ნესვი და რძე – ამ ორი პროდუქტის ნარევმა შეიძლება გამოიწვიოს ძალიან მძიმე დიარეა, ამიტომ რძე სხვა რამით შეცვალეთ. ან მიირთვით ნესვი, როგორც ცალკე პროდუქტი ცალკე კვებაში.
ღვინო და ტორტი – ალკოჰოლი და შაქარი ერთად ზრდის სისხლში გლუკოზის დონეს, მოქმედებს პანკრეასზე და აფერხებს საჭმლის მონელების პროცესს. გამოიყენეთ ეს პროდუქტები ცალ-ცალკე.
































































