ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა ოპერაციის გაკეთების შემდეგაც კრიტიკულია.
კონსტანტინე გამსახურდიას ინფორმაციით, ექიმები ამბობენ, რომ მიღებული ტრავმა სიცოცხლისთვის სახიფათოა და რამდენიმე დღე კრიტიკული იქნება.
„ოპერაცია დასრულდა. ბატონი არჩილი თვლის, რომ წარმატებულად, თუმცა, ეს ჯერ კიდევ არაფერს ნიშნავსო. მდგომარეობა ზოგადად მძიმეა. ესა თუ ის პრობლემა თავს როდის იჩენს, ამას ვერ ვიტყვითო. ეს იმიტომ რომ საქმე გვაქვს სიცოცხლისთვის სახიფათო ტრავმასთან. უახლოესი რამდენიმე დღე კრიტიკულია, შესაძლოა კვირაც, ასეთ შემთხვევაში პროგნოზი რთულია,“_ამბობს კონსტანტინე გამსახურდია.
ცოტნე გამსახურდია ვერაზე გუშინ საღამოს დაჭრეს. მას ჭრილობები გულ-მკერდისა და თავის არეში მიაყენეს.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.