პროკურატურა მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს საპროცესო შეთანხმების გაფორმებას, დაზარალებულთათვის ზარალის ანაზღაურების პირობით კიდევ ერთხელ სთავაზობს.ამის შესახებ საქმის პროკურორმა დავით გუმბერიძემ დღევანდელი პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.
”გამოძიების ეტაპზე, ასევე საქმის არსებითი განხილვისას, ბრალდებულებს მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს არაერთხელ შევთავაზეთ საპროცესო შეთანხმების გაფორმება იმ პირობით, რომ ექვსი ათასივე დაზარალებულს აუნაზღაურდებოდა ზიანი და დასრულდებოდა მათ მიერ დაწყებული ობიექტების მშენებლობა, თუმცა ბრალდებულებმა არ გამოიყენეს ჩვენს მიერ შეთავაზებული პირობა და შესაბამისად, მათ მიმართ ვერ გავრცელდებოდა შეღავათი. ჩვენ კიდევ გამოვხატავთ მზაობას საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე და პირობები რჩება ძალაში. თუ ბრალდებულები დათანხმდებიან მას, მზად ვართ, საპროცესო შეთანხმება სააპელაციო სასამართლოში გავაფორმოთ”, _ განაცხადა დავით გუმბერიძემ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved