მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი არ აპირებს ჩვენება მისცეს პოლიციას ან პროკურატურას მისი მკვლელობის შესაძლო მომზადების საქმეზე, რის შესახებაც განცხადება 8 მაისს, ქადაგებისას გააკეთა. ამის შესახებ მან “ტვ პირველისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
“მე დამიკავშირდა პროკურატურა, მაგრამ მე პირადად ჩემს კონსტიტუციურ უფლებას ვიყენებ, როგორც სასულიერო პირი. მე ამ ეტაპზე ასე ვთვლი, არ ვიძლევი ჩვენებას და არ ვაპირებ თანამშრომლობას არც პროკურატურასთან და არც პოლიციასთან. მე ვამბობ უარს და ვმოქმედებ საეკლესიო კანონიკის ნორმების ფარგლებში. ჩემთან არ იმყოფება ის მონაზონი,” – ამბობს ეპისკოპოსი.



































































