ძველი ქართული მწერლობის ცნობილი მკვლევარი, პროფესორი, გრივერ ფარულვა 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ათობით წლების განმავლობაში ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობდა და ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კურსს კითხულობდა.
ასევე გრივერ ფარულავა, წლების განმავლობაში იყო თბილისის სასულიერო აკადემიის ძველი ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის გამგე.
პროფესორი, გრიგორ ფარულავა იკვლევდა ქართული ქრისტიანული ხელოვნების, ესთეთიკისა და ლიტერატურის პრობლემებს, კითხულობდა სპეცკურსებს ამ მიმარულებით. მკვლევართა და ძველი ქართული მწერლობით დაინტერესებული მკითხველისთვის საყოველთაოდ ცნობილია მისი წიგნები: ,,მხატვრული სახის ბუნებისთვის ძველ ქართულ პროზაში“, ჰაგიოგრაფია – ხელოვნების შესახებ“ და სხვა
გამოსვენება შაბათს, 14:00 საათზე სიონის ტაძრიდან.