თბილისში პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ორი ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1967 წელს დაბადებული ი.ქ. და თურქეთის მოქალაქე, 1964 წელს დაბადებული ფ.ი., თბილისში დააკავეს.
ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა მოწმის სტატუსით ექვსი ადამიანი უკვე გამოკითხეს. შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.
უწყების ინფორმაციით, ჩადენილი დანაშაული ჯარიმით ან 2-დან 4-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
გამოძიება საქართველოს სსკ-ს 254-ე მუხლით დაიწყო, რაც პროსტიტუციისთვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემას გულისხმობს.