ცოტა ხნის წინ ხმაური იყო სოფელ ოზურგეთში #43 საუბნო საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე. არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საქართველოს პარლამენტართა საზოგადოების” წარმომადგენლის, ფიქრია მამარდაშვილის თქმით, იგი უბანთან მობილიზებული მანქანების გადაღებას ცდილობდა, სადაც კოორდინატორები სიებით სხედან და ამომრჩეველზე ზეწოლას ახდენენ.
,,გადაღების საშუალება არ მომეცა. ხელს მიშლიდა საკრებულოს დეპუტატი. ვითარების განსამუხტავად პოლიცია გამოვიძახე, მაგრამ მათ კიდევ უფრო იძალადეს. ფიზიკურადაც შემეხნენ. ვითხოვ დროულ რეაგირებას”, _ აცხადებს მამარდაშვილი.
ბრალდების ადრესატი, საკრებულოს დეპუტატი ვლადიმერ ღლონტი აღნიშნულ ბრალდებას აბსურდულს უწოდებს და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებს.