ცნობილი ქართველი მსახიობი ზურაბ ყიფშიძე ერთ ახალგაზრდობის დროინდელ შემთხვევას ხშირად იხსენებს:
„ჯარის გამო ორი თვე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ვიწექი. ბავშვობაში ცოტა ნერვული ვიყავი და 60 წელს გადაცილებულმა დეიდებმა ავლიპ ზურაბიშვილთან წამიყვანეს.
„ჯარისთვის გამოადგებაო” _ წარმოგიდგენიათ? 12 წლის ვიყავი, ოთახში რომ შემიყვანეს, კარი ჩაკეტეს და ცოტა შემეშინდა. თან თვითონ ავლიპიც უცნაური კაცი იყო.
ცოტა ხანს მიყურა, მერე უცებ წამოხტა და თქვა: „უნდა მოგახსენოთ, რომ ნერვული ბავშვია”.
ეს დასკვნა მერე მართლა გამომადგა და ჯარში აღარ წავსულვარ”.