“2018 წელს ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამა 5 მილიონი ლარით გაიზარდა, რაც ფსიქიკური სერვისების გაუმჯობესებას მოხმარდება”, _ ამის შესახებ განცხადება ორგანიზაცია „ალიანსი უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის“ და ფონდ „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისის“ ორგანიზებულ შეხვედრაზე გაკეთდა, რომლის თემა საქართველოს ფსიქიკური ჯანდაცვის სისტემის ეფექტური რეფორმის ხელშეწყობა ოყო.
შეხვედრაზე დარგის სპეციალისტებმა იმსჯელეს ფსიქიკური ჯანდაცვის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის ეფექტურად განხორციელების შესაძლებლობებისა და მონიტორინგის ინსტრუმენტების, ასევე ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისებში მიმდინარე ცვლილებებისა და სამომავლო ხედვების შესახებ.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსი მარინა დარახველიძე, ლონდონის სამეფო კოლეჯის პროფესორი სერ გრეჰემ თორნიკროფტი, ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს სპეციალისტები და ექსპერტები.
შეხვედრა ფონდ “ღია საზოგადოება _ საქართველოს” მხარდაჭერით გაიმართა.