კასპის რაიონის სოფელ ფერმაში ერთ-ერთ ოჯახს თავს 3 ნიღბიანი, შეიარაღებული პირი დაესხა. მათ ოჯახის წევრები ჯერ დააბეს, შემდეგ კი დანით ჭრილობები მიაყენეს.
ოჯახის ინფორმაციით, ყაჩაღებმა 3 000 ლარამდე თანხა და ოქროს ნივთები წაიღეს.
შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.
დანაშაული 5-12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამ დროისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მომხდართან დაკავშირებით არავინ დაუკავებია.