შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა ყაჩაღობის, პოლიციელებზე თავდასხმის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი – 1991 წელს დაბადებული შ.კ. თბილისში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მიმდინარე წლის 12 იანვარს, გლდანში, ხილ-ბოსტნეულის ერთ-ერთ მაღაზიაზე ცეხლსასროლი იარაღით ყაჩაღური თავდასხმა მოხდა. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოში გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე დაიწყო. გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა დანაშაულში შესაძლო მონაწილე პირის იდენტიფიცირება შეძლეს.
15 იანვარს, შ.კ. არ დაემორჩილა პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას, მათი მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა და მიიმალა. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.
სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად შ.კ თბილისში დააკავეს.
გამოძიება ყაჩაღობას და პოლიციელზე თავდასხმას ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სსკ-ს 179-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 353-ე (პრიმა) მუხლის 1-ლი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით. დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.