ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიში მოისმინა.
ანგარიში საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა წარადგინა.
სხდომაზე საუბარი შეეხო გენდერული თანასწორობის მიმართულებით გამოვლენილ დარღვევებსა და ფემიციდის შემთხვევებს.
„2023 წელს, ქალების მკვლელობის 24 და მკვლელობის მცდელობის 27 ფაქტი გამოვლინდა. მინდა მწუხარება გამოვთქვა მიმდინარე წლის მაისში 4 ქალის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით. ძალადობის შემზარავი ფაქტები არა მხოლოდ გვართმევს შვილებს, დედებსა და დებს, არამედ ძირს უთხრის უსაფრთხოებისა და თანასწორობის უფლებებს, რომელთა დაცვა ყველა ჩვენგანის მიზანია. თუ ამ ორ რიცხვს დავაჯამებთ, ვნახავთ, რომ საქართველოში 2023 წელს თითქმის ყოველ კვირას ერთ ქალს ან კლავდნენ ან ფიზიკურად უსწორდებოდნენ. რაც ვფიქრობ, ძალიან საყურადღებოა და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს”, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.