ძალიან გთხოვთ, არ ვიძალადოთ იმ ახალგაზრდებზე, რომლებიც თავიანთი მომავლისთვის თავს სწირავენ, თავიანთ მომავალს იცავენ და საქართველოს სადარაჯოზე დგანან, – ასე მიმართა ქართველ მუსლიმთა წინამძღვარმა ჭიჭინაძის ქუჩაზე განლაგებულ სამართალდამცავებს.
სასულიერო პირმა პოლიციელებს სთხოვა, ახალგაზრდებზე ხელი არ აწიოს.
„მე, როგორც ქართველ მუსლიმთა წინამძღვარმა მინდა გთხოვოთ, რომ არ იძალადოთ ჩვენს ახალგაზრდებზე. თქვენც და ჩვენც ყველანი ამ ქვეყნის შვილები ვართ. ყველანი ქართველები ვართ და ყველას გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს განვითარებული და გაერთიანებული, ამიტომ ძალიან გთხოვთ, არ ვიძალადოთ იმ ახალგაზრდებზე, რომლებიც თავიანთი მომავლისთვის თავს სწირავენ, თავიანთ მომავალს იცავენ და საქართველოს სადარაჯოზე დგანან“, – განაცხადა სასულიერო პირმა.