https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

    დონალდ ტრამპი – მე შევაჩერე ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში

    ვოლოდიმირ ზელენსკი _თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„ქართველი ვარ, ქართველი!!!“

19:00; 4.12.2021
სპორტი
Share on FacebookShare on TwitterEmail

დღევანდელი სახალისო ისტორიების პირველი სტუმარი ვეტერანი კალათბურთელი პაატა გურასპაული იქნება.

„1981 წელია. თბილისში ტარდება გაგარინის სახელობის ტურნირი კალათბურთში, იმ დღეს სსრკ ახალგაზრდული ნაკრები თბილისის “დინამოს” ხვდება. მე სსრკ-ს ახალგაზრდული ნაკრების გუნდში ვირიცხები. როგორი საქმეა შენი ქალაქის გუნდის წინააღმდეგ ითამაშო. რა ვქნა აღარ ვიცი, რა წყალში ჩავვარდე. თამაშზე უარს ვერ ვიტყვი, შეიძლება გამრიცხონ. შეიძლება კი არა – გამრიცხავენ. არადა ჩვენს კალათში ბურთი როგორ ჩავაგდო? არ ჩავაგდებ და სიმულიანტად მომნათლავენ ნაკრებში, ჩავაგდო და… და აქ გამახსენდა ერთი ინციდენტი, რომელიც ამ ამბამდე ორი წლით ადრე ჩვენი “დინამოს” სტადიონზე მოხდა.

„დინამო” თბილისი ჩვენსავე სტადიონზე ხვდებოდა სსრკ ნაკრებს, რომელშიც ერთი ჩვენი თანამემამულე, ცნობილი ფეხბურთელი თამაშობდა. თავდამსხმელი იყო და მოგეხსენებათ თავდამსხმელის ფუნქცია გოლის გატანაა.

დაიწყო თამაში და თითქოს ჯინაზეო, ამარაგებენ და ამარაგებენ პასებით ნაკრების წევრები ამ ჩვენს ქართველ თავდამსხმელს. შავ დღეშია… აღარ იცის როგორ მოიქცეს… ხან ვითომ ბურთი “გაექცა”, ხან ვითომ ფეხებში “გაებლანდა”. ცოდვილობს და ცოდვილობს. სწორუპოვარი ბომბარდირი გახლდათ, აბა ნაკრებში ისე ვინ მიიწვევდა და ლოგიკურია მისგან გოლს ითხოვდნენ ნაკრების მწვრთნელები.

კიდევ მიაწოდეს ამ “ჩვენსას” ბურთი. ესეც ახტა და “ვერ შეწვდა”. ისმის ქართველი მაყურებლის “სამადლობელი და საქებარი ყიჟინა – ყოჩაღ! ყოჩაღ ქართველო! მაგრამ შესვენებაზე ნაკრების მწვრთნელმა თითი დაუქნია – ნუ სიმულიანტობ, თორემ კარიერას დაემშვიდობეო.

ჩაყოლას რომ ჩათრევა ჯობია – იცით. ეს ჩვენიც ათამაშდა მეორე ტაიმში, მაგრამ კართან მისულმა ისევ “გამაზა” ვითომ. რას იზამ? ძნელია “მამლუქობა”. ერთი ისეთი პასი მიიღო, რომ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა და მოწყენილად გაგზავნა ბურთი ჩვენი “დინამოს” კარის ბადეში.

პროფესიული ჩვევაა და გოლის გამტანი ტრადიციულად შეხტა და მარჯვენა ხელი მაღლა შესტყორცნა. ისევე ერთდროულად შემოეხვივნენ ნაკრების წევრები.

მოულოდნელობისგან წამით გარინდული “დინამოს” სტადიონი ერთბაშად გაიბერა, გაფართოვდა:

– ოოხ, მე შენიიი!

– ოხ, მე შენი ქართველობააა!

– ოხ, შე გამყიდველოოო! იუდააა!

…და აი, ამ მდგომარეობაში ვიყავი მე იმ დღეს და მწვრთნელებს ყელგამოწელვით შევეხვეწე – პირველ ხუთეულში ნუ შემიშვებთ მოედანზე-მეთქი, რაც ნაწილობრივად შემისრულეს კიდევაც. მაგრამ მოედანზე მაინც გამოვჩნდი. ვერ აგიწერთ რა მძიმე წუთები და წამები გადავიტანე. ბედის დაცინვას რა ვუთხარი. თამაშის ბოლო წუთზე ერთი ქულით ვაგებთ (სსრ ნაკრები), გულში მიხარია, რომ მაყურებლის რისხვა ამცდა და ვიღაც რუსმა ალალბედზე ნასროლი ბურთი სულ ბოლო წამზე არ ჩასვა თბილისის “დინამოს” კალათში. თამაშიც დამთავრდა და წავაგეთ… ერთი ქულით (ქართველებმა).

აღარ ვიცი, რა ვქნა, როგორ მოვიქცე: გამიხარდეს თუ მეწყინოს? აღარ ვიცი რა ვქნა, ვიცი ერთი, რომ მაყურებელი მე მიყურებს. ესაა ტანჯვა, ითამაშო შენი გუნდის წინააღმდეგ, რა მექნა? თავი ჩავღუნე, ორივე ხელი თავს ზემოთ აღვმართე და ვუკრავ ტაშს, თან გასახდელისკენ მივიპარები. ტაში ჩვენს მაყურებელს ეკუთვნოდა, თუმცა ვინ გაიგებს? ტაში ყველამ თანაბრად გაინაწილა“.

მომდევნო მოგონების ავტორი ყოფილი კალათბურთელი, ბატონი ვალერი ლომაძე იქნება. ქართული სპორტის სტაჟიან გულშემატკივრებს ახსოვთ დრო როდესაც ჩვენი გუნდები „დიდ რუსეთში“ შეხვედრების ჩასატარებლად მატარებლით მიემგზავრებოდნენ. მოსკოვამდე „მისაღწევად“ გადაადგილების ამ საშუალებას სამი დღე სჭირდებოდა. გამიგრძელდა სიტყვა და ბატონ ვალერის მოვუსმინოთ.

„მწვრთნელი გვყავდა ერთ დროს შესანიშნავი პიროვნება და თავისი საქმის ბრწყინვალე ოსტატი – ძეკონსკი. საქმე კარგად მიდის. მოსკოვში მატარებლით გავემზავრეთ. ვინც იცის – იცის, ვინც არა – ავუხსნი, რომ თბილისიდან მოსკოვამდე მატარებელს სამი “სუტკა” სჭირდებოდა.

სამშობლოდან წაღებული სურსათ-სანოვაგე მალე გამოგველია. მეორე დღეა და მატარებელი ბელორეჩინსკის სადგურზე გაჩერდა.

ეს სადგური განთქმული იყო პროდუქტის სიუხვით. სახელდობრ, შემწვარი ქათმებით და მწყერებით.

გაჩერდა თუ არა მატარებელი – აბა ზედახორააა?! (სულ 5 წუთი ჩერდებოდა და რას მოასწრებ?!) ძეკონსკი ჩავიდა და რიგის ბოლოში მოექცა. აქედან ერთ-ერთი მწვრთნელი – ოგანეზოვი ეძახის:

– იძი კამნე, ია ტებე ადინ უმნი ვეშ სკაჟუ. ისიც მოვიდა. “ჩაიწყო ვარიანტი” – ოგანეზოვმა უნდა დაიყვიროს მატარებლიდან – “პოეზდ ატხოდიტ”. მერე ყველა მატარებელს მოაშურებს და ძეკონსკი ურიგოდ აიღებს შემწვარ და მოხარშულ ქათმებს. დაუჯერა და დადგა რიგში. ოგანეზოვმა ყელი მოიღერა და იყვირა:

– პოეზდ ატხოდიტ!

დაფანცქალდნენ რიგში მდგარები და და ფაცხაფუცხით მოახტნენ მატარებლის კიბეებს. ამ დროს სულ “ცარიელი” ძეკონსკიც მარჯვედ ამოხტა კიბეზე და ოგანეზოვს ეუბნება:

– ვაა, უჟე ატხოდიტ?!

დავრჩით მშივრები“.

მომდევნო „საკალათბურთო“ მოგონება ბატონ ნოდარ ქორქიას ეკუთნის.

„1969 წელია. თბილისში თანამემამულე კლუბს ვეთამაშებით. ჩვენს გუნდში ძალიან იმედისმომცემი კალათბურთელი ნუგზარ ჭეიშვილი თამაშობდა. მაშინ მთელ ქალაქს მისი სახელი და გვარი ეკერა პირზე.

– ჭეიშვილი კალათბურთის ვირტუოზია.

– ნუგზარი ჩვენი სიამაყეა!

– ნუგზარის იმედი გვაქვს, თუ არა…

ხშირად გაისმოდა ქართველ ფანებში ეს მორბენალი ფრაზა – ფრაზები.

მართლაც ასეთი იყო ჭეიშვილების სიამაყე. ცოდვა გამხელილი სჯობს და მაგარ ფორმაში იყო იმ წელს, რომ არა ერთი ინციდენტი, რომელიც ზემოთ დავიწყე და ქვემოთ მოგახსენებთ:

ის მატჩია და მთელი დარბაზი სკანდირებს:

– ჭეი… ჭეი… მიდიიი.

– ჩაგლიჯე კალათი ნუგზაარ!

და აი, ნუგზარმა მიიღო ბურთი, წამსვე მომძებნა და მომაწოდა, მომაწოდა და წინ გაიჭრა. იმწამსვე დავუბრუნე ბურთი, მაგრამ ნუგზარი მაგარ გარემოცვაში მოხვდა. ტრიალებს ბურთიანად და ტრიალებს, მაგრამ არ აძლევენ გასაქანს. ყველა მხრიდან – საითაც კი შებრუნდა აფარებენ. დაესხა თავბრუ კაცს ამდენ ტრიალში.

– მომაწოდე ბიჭო ბურთი ჩქარა! – ვუყვირე კარგ პოზიციაში მდგომმა. ნუგზარი რისი ნუგზარი იყო მაყურებელი გაეწბილებინა და მისი ყრუ პასუხიც წყალქვეშა გემის განწირული ხმის ანალოგი იყო:

– შენ (ამ შემთხვევაში მე მიგულისხმა) რატომ უნდა მოგაწოდო, რა, მე ვერ ჩავაგდებო? (რა თავმოყვარეა ქართველი კალათბურთელი), ამდენი ტრიალით გაბრუებულმა ტყორცნა როგორც იქნა და… ბურთი ჩვენს კალათში ჩასრიალდა.

დარბაზში სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. ერთ წამში მაყურებლებიდან ვიღაცამ იყვირა:

– დაგვღუპე ნუგზააააარ?! – და…

იმის შემდეგ ნუგზარი მორჩილად ანაწილებდა ბურთს თანაგუნდელებზე“.

დღევანდელი „ისტორიების“ ბოლო ფურცელს ცნობილი ქართველი მოქანდაკე გიორგი შხვაცაბაია ჩაწერს. მის მიერ მოყვანილ შემთხვევას სახალისოთა რიგში ნამდვილად ვერ გავიყვანთ, მაგრამ დასაფიქრებლად ნამდვილად ღირს. ამ მოგონებას ყოველგვარი კომენტარის გარეშე შემოგთავაზებთ.

„გუშინ ტელევიზორს ვუყურებდი. ქუჩაში ჟურნალისტი გამვლელებს კითხვებს უსვამდა და დღევანდელი ახალგაზრდობის ცოდნის დონეს ამოწმებდა.

– აბა – ეკითხება ერთ გამვლელს, სადაა მდინარე “ნილოსი” – 1-იმერეთში, 2-ზემოქართლში, 3-კახეთში. გამეცინა ჟურნალისტის “ეშმაკობაზე” და ველოდები ახლა იმ ახალგაზრდის პასუხს. იმანაც გვარიანად იფიქრა და იცით რას პასუხობს?

– ვერ დამაბნევთ, ნილოსი არც ერთგან არ არისო.

– აბა სადაა? – ჩაეძია ჟურნალისტი.

– სად და… ზემო სვანეთშიო – სრულიად სერიოზულად უპასუხა გამვლელმა.

შემომეყარა გულზე და ერთი ამბავი გამახსენდა ამასთან დაკავშირებით:

გივი კარტოზიას ძეგლზე (იგი ახლა სპორტის სასახლის წინ დგას) ვმუშაობდი 8 წლის განმავლობაში. ამდენ ხანს არ მოვუნდებოდი, მაგრამ მოგეხსენებათ, კომუნისტების დროს ფულის გადარიცხვა “ჭირდა” (არც ახლაა დიდად გასახარად ეს საქმე). ერთ დღეს ვრეკავ სპორტკომიტეტში. ყურმილს ჩემთვის უცნობი ნომენკლატურული ქალბატონი იღებს.

– მე თანხის გადმორიცხვის თაობაზე გირეკავთ – გიორგი ვარ შხვაცაბაია.

– რომელი შხვაცაბაია?

– გიორგი.

– გავიგე, ყრუ კი არ ვარ – გაგულისდა ქალი – რა ფულს ითხოვთ?

ჩამწყდა გული რომ სპორტის სამინისტროში არ მიცნობენ. მაგრამ არ შევიმჩნიე.

– გივი კარტოზიას ძეგლზე ვმუშაობ.

აქ კი ჩემმა გაოცებამ მე თვითონ გამაოცა:

– გივი კარტოზია ვინაა? – სრულიად სერიოზულად მკითხა ქალმა ყურმილში…“

[sexy_author_bio]

გაზიარება4Tweet3Send

ამავე კატეგორიაში

სპორტი

ქართველი სპორტსმენები ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზს ხვალ დაიწყებენ

11:57; 5 თებერვალი, 2026
სპორტი

ამხანაგური მატჩი- საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ისრაელს უმასპინძლებს

15:48; 2 თებერვალი, 2026
სპორტი

სამი ოქრო, სამი ვერცხლი და ორი ბრინჯაო ოზურგეთელი მძლეოსნებისგან

20:09; 1 თებერვალი, 2026
სპორტი

საქართველოს ხმლით მოფარიკავე გოგონათა ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიოს თასის ბრინჯაოს პრიზიორია

15:48; 1 თებერვალი, 2026
სპორტი

შემთხვევა იაპონიაში

09:38; 1 თებერვალი, 2026

"მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება"

ლანჩხუთსა და ოზურგეთს ნარჩენების შესაგროვებელი სპეციალური ტექნიკა გადაეცემა

ყველა სიახლე

საზოგადოება

“დღეს უსაფრთხო აღარაფერია – მათ შორის, არც ქუჩაში გადაადგილება”- თორნიკე მიგინეიშვილი

18:09; 10.02.2026
საზოგადოება

თამბაქოს კონტროლის ალიანსი პრემიერ-მინისტრს სამთავრობო კომისიის სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართავს

17:56; 10.02.2026
საზოგადოება

დაზიანებული ხიდებიდან ტენდერებამდე: რა ეტაპზეა ჩოხატაურში სტიქიით დაზარალებულ სოფლების დახმარების პროცესი

17:45; 10.02.2026
საზოგადოება

სს სს წყალი მარგებელი აცხადებს ტენდერს კვებისა და დასუფთავების მომსახურებაზე ნაბეღლავის ქარხანაში

17:37; 10.02.2026
საზოგადოება

მოკლული მასწავლებლის დედა პროკურატურის განცხადებას ეხმაურება

16:57; 10.02.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

16:43; 10.02.2026
სამართალი

გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ

16:21; 10.02.2026
ფინანსები

თიბისი წარმოგიდგენთ 25-ე, საიუბილეო – „ქოლგა თბილისი ფოტოს”

14:14; 10.02.2026
ფინანსები

ირაკლი კობახიძე: “ჩვენი მთავარი ამოცანაა, სიღარიბის მთლიანად აღმოფხვრა”

13:06; 10.02.2026
საზოგადოება

მოსალოდნელია წვიმა და თოვლი – განახლებული პროგნოზი ქალაქების მიხედვით

12:21; 10.02.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა ჩოხატაურში – ორი მსუბუქი მანქანა ერთმანეთს დაეჯახა და ამოტრიალდა

11:47; 10.02.2026
ფეისბუქსტატუსები

“სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

11:17; 10.02.2026
საზოგადოება

ზვავსაშიშროების გამო ყველა სახის ტრანსპორტისთვის მოძრაობა აკრძალულია – გზების დეპარტამენტი

10:10; 10.02.2026
პოლიტიკა

პიტერ სიიარტო – ევროკავშირი უდიდეს შეცდომას უშვებს, როდესაც მიჩნევს, რომ საქართველო დისტანციაზე უნდა ჰყავდეს

10:04; 10.02.2026
მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა

10:00; 10.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

11:17; 10.02.2026
0

,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

10:26; 4.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო