კოფეინის მაღალი შემცველობის გამო, ყავა ზრდის ეფექტურობასა და კონცენტრაციას და ხელს უწყობს დასახულ ამოცანებზე უკეთ ფოკუსირებას. თუმცა, ყავას აქვს გვერდითი მოვლენებიც: ის აშრობს ორგანიზმს, ფერს უცვლის კბილის მინანქარს და შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მკვეთრი მატება. ამ უსიამოვნო შედეგებისგან თავის დასაცავად საკმარისია ერთი ჭიქა წყალი დალიოთ ყავასთან ერთად.
ნებისმიერი დიეტოლოგი გირჩევთ ყავასთან ერთად წყლი დალიოთ.
პირველ რიგში, კოფეინს აქვს ძლიერი შარდმდენი მოქმედება, რის გამოც ის მნიშვნელოვნად აშრობს სხეულს. ამან შეიძლება გამოიწვიოს მრავალი უსიამოვნო შედეგი, ამიტომ ორგანიზმში ყურადღებით უნდა იყოს დაცული სითხის დონე. ყავის შემდეგ დაუყოვნებლივ ერთი ჭიქა წყლის დალევით, თქვენ აღადგენთ წყლის ბალანსს და ამცირებთ დეჰიდრატაციის რისკს. გახსოვდეთ, რომ ეს ჭიქა არ უნდა იყოს თქვენი ყოველდღიური სითხის მოთხოვნილების ნაწილი, ე.ი. თუ დღეში ორ ლიტრ წყალს სვამთ, მაშინ ყოველ ფინჯან ყავას უნდა დაამატოთ კიდევ ერთი ჭიქა.
მეორეც, ყავა მდიდარია მცენარეული საღებავებით, რომლებსაც შეუძლიათ კბილის მინანქრის ფერის შეცვლა, განსაკუთრებით ხშირი გამოყენებისას. ამ შემთხვევაშიც წყალი გაგვიწევს დახმარებას. ყავის ნარჩენების წყლით “ჩამორეცხვით”, ჩვენ თავიდან ავიცილებთ ყავის მჟავებსა და მინანქარს შორის ურთიერთქმედების რეაქციას და მისი ფერის შეცვლას. ამავდროულად, ყავის შემდეგ დაუყოვნებლივ არ უნდა გაიხეხოთ კბილები, ეს შეიძლება საშიში იყოს კბილების ჯანმრთელობისთვის.
გარდა ამისა, კოფეინს შეუძლია მკვეთრად გაზარდოს არტერიული წნევა, რაც ზოგადად არასასიამოვნოა და ჰიპერტენზიით დაავადებული ადამიანებისთვის შეიძლება საშიშიც კი იყოს. წყალი აზავებს ყავას, რის შედეგადაც მცირდება დატვირთვა გულსა და სისხლძარღვებზე, ხოლო, წნევის მკვეთრი ცვლილების რისკი თითქმის ნულამდე მცირდება.




































































