რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ე.წ. მეთაურმა სერგეი აქსიონოვმა განაცხადა რომ ხანძარი გაჩნდა კიროვის რაიონში მდებარე პოლიგონზე. მისი თქმით, დაიკეტა გზატკეცილი “ტავრიდა”.
აქსიონოვს არ უთქვამს, რამ გამოიწვია ხანძარი. მოგვიანებით მან თქვა, რომ დაგეგმილია რაიონში მდებარე ნაგავსაყრელის მიმდებარე 4 დასახლებული პუნქტიდან 2 ათასზე მეტი მაცხოვრებლის ევაკუაცია.
ტელეგრამ არხმა “ყირიმის ქარი” გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც, სავარაუდოდ, ჩანს აფეთქება პოლიგონზე, დილის 06:54 საათზე.