გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    რა ეღირება ევრო და დოლარი 16 მაისს

    საქართველოს ბანკმა განახლებადი ენერგიის სფეროში მწვანე ვაჭრობის ხელშეწყობისთვის EBRD-ისგან ჯილდო მიიღო

    საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამა – განათლების შესაძლებლობა სტუდენტებისთვის

    შსს საგანგებო განცხადებას ავრცელებს

    რამდენლარიან ბანკნოტს-მონეტას აყალბებდნენ ყველაზე მეტად

    სოზარ სუბარი: “მთავარი სამართალი იქნება ის, რომ ეს ტერორისტული ორგანიზაცია _ „ნაციონალური მოძრაობა“ გასამართლდეს”

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

    როგორ აკავებენ აქციის მონაწილეს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “სიკვდილი, კილავ, რუსეთს”

    გურია -ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ნაწილი

    მოკლედ მოთხრობილი ისტორია საფრანგეთში გატანილი განძის შესახებ

    „სიფრთხილე“

    „მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი“

    1905 წელი გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,საფლავში ტრიალებენ ის ხევსურები, ამერიკის პრეზიდენტს წერილი რომ მიწერეს…” – ოქრუაშვილი

    „ამჯერად წერილობით გაუფრენია“ – გია ხუხაშვილი ტრამპისთვის კობახიძის მიერ გაგზავნილ წერილზე

    “ამიტომ აღარ მაქვს ქოცების ატანა” – ინგა გრიგოლია

    “მიწაზე დამაგდეს, მითხრეს: “თუ ისევ აქციაზე გამოჩნდები, უარესისთვის მზად იყავიო”

    „არ გამიგია კავკასიურ ერებში კაცი ჩიოდეს, ქალმა სილა გამაწნა და მეტკინაო“-მალხაზ მაჩალიკაშვილი

    “ივანიშვილი, თავისი მანერებით და ქმედებებით, გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ასლანს”- სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    ლანჩხუთის სასკოლო-სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებული გამოვლინდა

    ,,80 წელი ნაცისტური გერმანიის კაპიტულაციიდან”

    როდის დაიწყება რეგისტრაცია ეროვნულ გამოცდებზე და რა უნდა გაითვალისწინოთ

    ჩვენი პატარა ვირტუოზი, დათუნა გაბადაძე გაზაფხულის შემობრძანებას გვილოცავს

    სკოლის ნიშნებს გავლენა ექნება უმაღლესში ჩარიცხვაზე

    რამდენად შეიძენთ ევროს და დოლარს შაბათ-კვირას

  • მსოფლიო

    “გვაშფოთებს, რომ საქართველოში ევროპულ კონტინენტზე კიდევ ერთი დიქტატურა დამყარდება” _იუკნევიჩიენე

    თურქეთში, დღეს დაგეგმილ რუსეთ-უკრაინის შეხვედრის მონაწილეთა სიაში პუტინი არ არის

    ღაზაში ისრაელის საჰაერო იერიშებს, სულ მცირე, 84 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა – მათ შორის 22 ბავშვია

    ჰაკერებმა რუსეთის სასამართლოს ელექტრონულ არქივში 89 მილიონი აქტი გაანადგურეს

    პოდოლიაკის თქმით, ზელენსკი 15 მაისს, სტამბოლში მხოლოდ პუტინს შეხვდება

    “ძალიან უცნაური დუმილია” – ზელენსკი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    რა ეღირება ევრო და დოლარი 16 მაისს

    საქართველოს ბანკმა განახლებადი ენერგიის სფეროში მწვანე ვაჭრობის ხელშეწყობისთვის EBRD-ისგან ჯილდო მიიღო

    საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამა – განათლების შესაძლებლობა სტუდენტებისთვის

    შსს საგანგებო განცხადებას ავრცელებს

    რამდენლარიან ბანკნოტს-მონეტას აყალბებდნენ ყველაზე მეტად

    სოზარ სუბარი: “მთავარი სამართალი იქნება ის, რომ ეს ტერორისტული ორგანიზაცია _ „ნაციონალური მოძრაობა“ გასამართლდეს”

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

    როგორ აკავებენ აქციის მონაწილეს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “სიკვდილი, კილავ, რუსეთს”

    გურია -ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ნაწილი

    მოკლედ მოთხრობილი ისტორია საფრანგეთში გატანილი განძის შესახებ

    „სიფრთხილე“

    „მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი“

    1905 წელი გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,საფლავში ტრიალებენ ის ხევსურები, ამერიკის პრეზიდენტს წერილი რომ მიწერეს…” – ოქრუაშვილი

    „ამჯერად წერილობით გაუფრენია“ – გია ხუხაშვილი ტრამპისთვის კობახიძის მიერ გაგზავნილ წერილზე

    “ამიტომ აღარ მაქვს ქოცების ატანა” – ინგა გრიგოლია

    “მიწაზე დამაგდეს, მითხრეს: “თუ ისევ აქციაზე გამოჩნდები, უარესისთვის მზად იყავიო”

    „არ გამიგია კავკასიურ ერებში კაცი ჩიოდეს, ქალმა სილა გამაწნა და მეტკინაო“-მალხაზ მაჩალიკაშვილი

    “ივანიშვილი, თავისი მანერებით და ქმედებებით, გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ასლანს”- სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    ლანჩხუთის სასკოლო-სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებული გამოვლინდა

    ,,80 წელი ნაცისტური გერმანიის კაპიტულაციიდან”

    როდის დაიწყება რეგისტრაცია ეროვნულ გამოცდებზე და რა უნდა გაითვალისწინოთ

    ჩვენი პატარა ვირტუოზი, დათუნა გაბადაძე გაზაფხულის შემობრძანებას გვილოცავს

    სკოლის ნიშნებს გავლენა ექნება უმაღლესში ჩარიცხვაზე

    რამდენად შეიძენთ ევროს და დოლარს შაბათ-კვირას

  • მსოფლიო

    “გვაშფოთებს, რომ საქართველოში ევროპულ კონტინენტზე კიდევ ერთი დიქტატურა დამყარდება” _იუკნევიჩიენე

    თურქეთში, დღეს დაგეგმილ რუსეთ-უკრაინის შეხვედრის მონაწილეთა სიაში პუტინი არ არის

    ღაზაში ისრაელის საჰაერო იერიშებს, სულ მცირე, 84 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა – მათ შორის 22 ბავშვია

    ჰაკერებმა რუსეთის სასამართლოს ელექტრონულ არქივში 89 მილიონი აქტი გაანადგურეს

    პოდოლიაკის თქმით, ზელენსკი 15 მაისს, სტამბოლში მხოლოდ პუტინს შეხვდება

    “ძალიან უცნაური დუმილია” – ზელენსკი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„ყველაფერი დამთავრდა, არავითარ ფილმში აღარ ვითამაშებ, არც თეატრში ვთამაშობ. გაიგეთ, არ შემიძლია…“

9:51; 18.06.2023
კულტურა
Share on FacebookShare on TwitterEmail

დღევანდელ წერილში მსურს პოლიტიკისაგან დაგასვენოთ და ცნობილი ქართველი ხელოვანების რამდენიმე მოგონება შემოგთავაზოთ.

დღევანდელი მოგონებების პირველი სტუმარი ქალბატონი სესილია თაყაიშვილი იქნება. ამ დიდებული მსახიობის შესახებ ბატონი ელდარ შენგელაია გვესაუბრება.

ელდარ შენგელაია: „ქალბატონი სესილია უდიდესი შემოქმედი და საოცარი პიროვნება გახლდათ, უაღრესად თავმდაბალი, გულისხმიერი. ქალბატონ სესილიას, ჩემი მშობლებისგან, ბავშვობიდანვე კარგად ვიცნობდი. ძალიან კონტაქტური ქალბატონი იყო, ყველას იცნობდა და ყველა იცნობდა. შეიძლება ძალიან გიყვარდეს მსახიობი, მასთან მუშაობაც გინდოდეს, მაგრამ სცენარი არ გაძლევდეს ამის საშუალებას. „ცისფერი მთების” სცენარზე მუშაობა რომ დავასრულეთ, ცხადია, ბუღალტრის როლზე ქალბატონი სესილია მყავდა წარმოდგენილი და სცენარით ხელში მივადექი კიდეც შინ.

– დეიდა სესილია, აი, სცენარი… მგონი, ძალიან საინტერესო როლია თქვენთვის, მინდა გაეცნოთ და…

– ყველაფერი დამთავრდა, არავითარ ფილმში აღარ ვითამაშებ, არც თეატრში ვთამაშობ. გაიგეთ, არ შემიძლია…

მართლაც, ფილმის დასრულების შემდეგ რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ფაქტობრივად, როცა ვიღებდით, მძიმე ავადმყოფი იყო. თუ იტყოდა უარს, იმას წყალი აღარ გაუვიდოდა. მაშინ ცოტა ვიეშმაკე და ასეთი რამ ვუთხარი: იქნებ სცენარი წაიკითხოთ და თქვენი აზრი მითხრათ-მეთქი. რამდენიმე დღის შემდეგ თავად დამირეკა და სახლში მიმიპატიჟა. იმწამსვე გავვარდი. კარი თავად გააღო და რას ვხედავ, საგანგებოდ არის ჩაცმული, სწორედ ისე, როგორც ფილმშია: ხალათი, ჩუსტები, ვარცხნილობაც კი სხვანაირი აქვს, ხელში რაღაც ქაღალდები უჭირავს:

– აი, შენი გმირი ასეთი უნდა იყოს და ქაღალდებით ხელში სულ უნდა დადიოდესო, – მეუბნება.

ფილმის გამოსვლიდან სულ რამდენიმე დღეში ქალბატონი სესილია გარდაიცვალა. ცუდად იყო ძალიან, უკვე შინიდანაც აღარ გამოდიოდა. და მაინც, იცით, რა მიხარია? ამ ფილმის პრემიერა გვქონდა ფილარმონიის დიდ დარბაზში და, იმავდროულად (ფილმის დასრულებისთანავე), შეხვედრა ფილმის შემოქმედებით ჯგუფთან. მინდა, როგორმე იქ მივიყვანო ქალბატონი სესილია. ვიცი, უარს იტყვის. არა მარტო იმიტომ, რომ ძალიან ცუდადაა, სცენაზე გამოსვლები და ამდაგვარი რამეები, იმდენად თავმდაბალი იყო, არასდროს ჰყვარებია. ორსაათიანი თხოვნის, მუდარის (თუ რაც გინდათ, დავარქვათ) შემდეგ დავითანხმე, თანაც ერთი პირობით – იქ სიტყვას არ მათქმევინებო და ვერც დიდხანს გავჩერდებიო. იმწამსვე დავთანხმდი – როგორც თქვენ გინდათ, ისე იქნება, ოღონდ ერთი წუთით დაგინახოთ მაყურებელმა-მეთქი. თანაც აფიშები იყო გაკრული ამ შეხვედრასთან დაკავშირებით, რომელშიც პირველი ვინ ეწერებოდა, თუ არა ქალბატონი სესილია?

როგორც კი დასრულდა ფილმი, სცენაზე გამოვედი, გამოვიყვანე და წარვადგინე მასში მონაწილე მსახიობები. ქალბატონი სესილიასათვის, რომელიც ჯერ კულისებში იყო, შუა სცენაზე სკამი დავდგი. ყველაზე ბოლოს, ყოველგვარი ტიტულებისა და სამთავრობო წოდების გარეშე გამოვაცხადე – დღეს სტუმრად არის ჩვენი უსაყვარლესი მსახიობი, ქალბატონი სესილია თაყაიშვილი-მეთქი… იცით, რა მოხდა? დაინგრა დარბაზი. სანამ გამოვიყვანდით და სკამზე დავსვამდით, მთელი დარბაზი ერთბაშად წამოდგა და მადლიერებისა და სიყვარულის ნიშნად მხურვალე თხუთმეტწუთიანი ოვაცია გაუმართა. უამრავი ყვავილი მოართვეს, უამრავზე უამრავი.

წერილის მეორე ნახევარში რამდენიმე ცნობილი ქართველი ხელოვანის მოგონებას წარმოგიდგენთ.

გოგი ქავთარაძე: „1942 წელს მამაჩემი ჯარში წაიყვანეს. მაშინ 2 წლის ვიყავი. რომ ვამბობ, არავის სჯერა: მახსოვს, როგორ მიდიოდა. მხარზე რაღაც ეკიდა. მაკოცა. მე წავეპოტინე. ფორმა ეცვა… ზუსტად ასე იყოო, დედა მეუბნებოდა, მაგრამ მაინც უჭირდა დაჯერება, რომ ეს სურათი მეხსიერებაში მქონდა ჩარჩენილი. ჩემს დაზე 8 წლით უფროსი ვარ. ის მამაჩემის ფრონტიდან დაბრუნების მერე გაჩნდა, მე მამის სეხნია ვარ. დედას ქეთევანი ერქვა, ჩემი დაც ქეთევანია. რეზო ესაძე მეუბნებოდა: რა უფანტაზიო ხალხი ყოფილა შენი მშობლები, სხვა სახელები ვერ მოიფიქრესო?!

თბილისის მე-19 საშუალო სკოლაში მიმიყვანეს. მაშინ ბიჭები ცალკე ვსწავლობდით, გოგონები – ცალკე. მერე შეგვაერთეს და მეც ილია ჭავჭავაძის სახელობის 23-ე სკოლაში გადავედი. ერთხელ, მაშინ მეექვსე კლასში ვიყავი, შინიდან მოვიპარე მიხეილ ჯავახიშვილის “ჯაყოს ხიზნები”. აკრძალული წიგნი იყო. მასწავლებელმა დამინახა, წამართვა და მერე მშობლები დაიბარა. ეს ძალიან საშიში იყო, მით უმეტეს, რომ ტყვეობაში ნამყოფი მამა ყოველ წუთს ელოდა გადასახლებას… იმჯერად გადარჩა.

 სამწუხაროა, რომ სოფელი არ მაქვს. ჯერ მამამ გაყიდა სახლი სოფლად, მერე დედულეთშიც გაყიდეს. მიყვარს ზესტაფონის რაიონი. სოხუმის თეატრის გასტროლები იყო ზესტაფონში. დახურვაზე მოულოდნელად მომანიჭეს ზესტაფონის საპატიო მოქალაქის წოდება. სიტყვა მომცეს. ვთქვი: ამ დარბაზში 20-მდე კაცი მაინც არის, ჩემგან თუ კაცი დადგებოდა, რომ არ ეგონათ და ახლა საპატიო მოქალაქე გავხდი-მეთქი. მართალიაო, – დარბაზიდან იყვირეს… არასერიოზული კაცის შთაბეჭდილებას ტოვებდიო”.

გიზო ჟორდანია: „ თეატრალურ ინსტიტუტში რომ განვაგრძე სწავლა, მამა ამბობდა: მასხარაობა უნდოდა და წავიდა კიდეც ამ გზაზეო. ინსტიტუტი მოსკოვში გვგზავნიდა ხოლმე პრაქტიკაზე. იქ საუცხოო თეატრები იყო.   მოსკოვში, ტრიფონოვკაზე ვცხოვრობდით სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში. გოგონები გავიცანით. მათი წასვლის დრო რომ დადგა, გავაცილე ტრამვაის გაჩერებამდე. შევამჩნიე, რამდენიმე ბიჭი გვითვალთვალებდა, თან უკან მოგვყვებოდა. დავაკვირდი – სამი ტრაქტორივით ბიჭია, იმათთან ჩხუბი – ჩემს მტერს. ჩასხდნენ გოგონები ტრამვაიში და წავიდნენ. ამ ბიჭებმა დამიძახეს –  დრუგ, კ ტებე დელა! გავჩერდი, სხვა რა გზა იყო. მომიახლოვდნენ. ვდგავარ მესერთან. ერთი მაინც ისეთი იყო, რუსები რომ იტყვიან, – მორდა ტრებუეტ კირპიჩა. ამ დროს დავინახე – მოდის რეჟისორი ლევან მირცხულავა.

იმ ხანებში ძალიან პოპულარული იყო ფილმი „ჯარისკაცის ბედი ამერიკაში” და მისი გმირი ედი ბარტლეტი, რომელიც მუშტს მარჯვედ ხმარობს. მასაც ისე ეცვა და ისე მოდიოდა, ედის პროტოტიპი გეგონებოდათ. ისიც ავლაბარში იყო გაზრდილი და ვმეგობრობდით. სომხური მანაც იცოდა. რომ დამინახა – გიზო, რა მოხდაო, სომხურად დავუძახე, წეწუმენ-მეთქი. ვითომ ქართულად რომ მეთქვა, გაიგებდნენ? მოვიდა ლევანი და გაითამაშა ედი ბარტლეტის გმირი – უცებ ხია ერთს. იმას ფეხი დაუცურდა ყინულზე და დავარდა. მე ზემოდან დავახტი. ატყდა ერთი ამბავი. იმათ ყვირილი ატეხეს – მილიცია-ო! ლევანი ტრამვაის შეახტა და გაიქცა, მე საერთო საცხოვრებელში შევვარდი. ცოტა ხანში მილიცია მოვიდა. მეძებენ. სამზარეულოდან გამოვარდა ერთი ქალი, გამიღო ხორცის მაცივრის კარი და შემაგდო შიგ. პირველი წუთი არაფერი, მაგრამ მერე და მერე გავლურჯდი. მილიცია რომ წავიდა, გამომიღეს მაცივრიდან“. 

გოდერძი ჩოხელი: „სწავლა მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების ეკონომიკის ფაკულტეტზე უნდა გამეგრძელებინა. ჩემგან არ გამოვიდოდა ეკონომისტი. კიდევ კარგი, შემთხვევით გამაჩერეს ქუჩაში. გოგონამ – შეიძლება ფოტო გადაგიღოო? ერთად გადავიღოთ-მეთქი. არა, მარტო თქვენი ფოტო გვინდაო.

ცოტა ხანში სტუდიიდან დამირეკეს, კინოსინჯი გადამიღეს და დამამტკიცეს ფილმზე „წერილები ბამიდან”. ციმბირში ვიმუშავეთ, ოპერატორი ლერი მაჩაიძე იყო, დირექტორი – გაგა დემეტრაშვილი, ნადირობდნენ ტაიგაში. საოცარი ადგილი იყო. ვიქტორ კიკნაძესთან ვმეგობრობდი. მირჩია, დარჩი და სატყეოზე ჩააბარე, აქ ვიცხოვროთო. ჭკუაში დამიჯდა. ირკუტსკში ვაბარებდი სატყეოზე. ატყდა თბილისიდან ალიაქოთი: სატყეოს მოგცემთ! დროზე ჩამოდიო. ჩამოვედი და თეატრალურში შევიტანე საბუთები. ჩავირიცხე. თან კინომსახიობთა თეატრში მოვეწყვე სცენის მუშად. ყველაფერს ვაკეთებდი: გამნათებელიც ვიყავი, სცენის მუშაც. სტაჟი ხომ მინდოდა! ვწვალობდი. დიდი დეკორაციები იყო სათრევი… და განა ახლა არ ვეხმარები სცენის მუშებს? ჩვენ ერთმანეთს ვეხმარებით.

ახლა გამახსენდა, შეკითხვებს მოგვცემდა ბატონი მიშა თუმანიშვილი და ჩვენ ვწერდით პასუხებს. ერთი ასეთი იყო: სად არის თამარ მეფის საფლავი? რას დავწერდი? რაჭაში-მეთქი. იქ თამარ დედოფლის კლდეა და მეგონა, იქ უნდა ყოფილიყო. ახლა რომ ბაგრატის ტაძარში საფლავი აღმოაჩინეს და ზოგმა თქვა, თამარისააო, – გული დამწყდა, ნეტავი არ აღმოაჩინონ, რაღაც ხომ უნდა იყოს ხელშეუხებელი-მეთქი…

ჯარში ცხინვალში ვიყავი. ფაქტობრივად, მერაბ ელიოზიშვილის ჯარში ვიყავი. „სამავოლკაში” მივდიოდით მერაბის ეზოში. ვეხმარებოდით და შევუბერავდით კიდეც ქეიფს. ჩვენი დოლისა და ჩონგურების ხმა მთელ ცხინვალს ესმოდა. ვწურავდით ღვინოს! მაგარი იყო. მერაბი საოცარი კაცია, რა ხეხილი ჰქონდა, უნდა გენახათ. თავისი ხელით ამყნობდა. ერთხელ ჯარიდან მოვიპარეთ ანტენიანი “ვილისი”, რომელიც სათადარიგოდ იდგა ნაწილში. პოსტზე ქართველები იდგნენ. შევუთანხმდით, გავიყვანეთ მანქანა და ერწოს უღელტეხილიდან წავედით რაჭაში. შემოდგომა იყო. ბებია უნდა მენახა. გაიხარა, რომ გვნახა. მოვილხინეთ. დილით ვხედავთ, იმხელა თოვლი მოსულა, აღარ ჩანს ჩვენი მანქანა. ხარებს გამოვუბით და ძლივს ვათრიეთ, უღელტეხილზე კიდევ ერთი მანქანა იყო გაჭედილი. ისიც გადავიყვანეთ სამშვიდობოს და ისე შევედით ნაწილში, არავის არაფერი გაუგია“.

გიორგი გაჩეჩილაძე

ავტორი

სესილია თაყაიშვილი
გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

კულტურა

საბავშვო ევროვიზია თბილისში ჩატარდება

19:58; 13 მაისი, 2025
კულტურა

მსახიობი იზა ბოჭოიძე გარდაიცვალა

19:35; 2 მაისი, 2025
კულტურა

ვის უნდა ეთამაშა შტირლიცის როლი

10:39; 28 აპრილი, 2025
კულტურა

შემთხვევა კინოსტუდიაში

10:36; 28 აპრილი, 2025
კულტურა

ვის უნდა ეთამაშა შტირლიცის როლი

15:03; 27 აპრილი, 2025

„რა დაგიშავე, შე, კაი ადამიანო, კაცია მუნჯაძესავით რომ გამომიტყუე ამ ტყეში და „რეიცაზე“ დამადებინე თავიო“

„გაგიჟებული“ გივი ბერიკაშვილი

ყველა სიახლე

მთავარი

რა ეღირება ევრო და დოლარი 16 მაისს

21:47; 15.05.2025
სპორტი

“ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა” – სავიოლა

21:19; 15.05.2025
პოლიტიკა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების უხეში შელახვის ფაქტებზე რამდენიმე პირი გამოჰკითხა

21:00; 15.05.2025
პოლიტიკა

“ოპოზიციურ პარტიებს შორის არსებობს მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმება”- ლევან ხაბეიშვილი

20:23; 15.05.2025
პოლიტიკა

“საფრთხე ემუქრება დემოკრატიას”- მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე ევროპარლამენტარი ჩამოდის

20:12; 15.05.2025
სამართალი

დისტრიბუციის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ჯებირს შეეჯახა

19:39; 15.05.2025
საზოგადოება

საკურამ მოისხა ტყემალი – რა კომენტარს აკეთებს ჩხოროწყუს მერი

19:27; 15.05.2025
საზოგადოება

ოზურგეთში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული მოზარდი თბილისში გადაიყვანეს

19:21; 15.05.2025
ფინანსები

რომელი ქვეყნებიდან რიცხავენ ყველაზე მეტ ფულს საქართველოში

17:37; 15.05.2025
პოლიტიკა

კობახიძე: რასა იუკნევიჩიენე, როგორც ჩანს, ვერ გამოვიდა საბჭოთა გამოცდილებიდან

17:24; 15.05.2025
სამართალი

პროკურატურა თეთრიწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

17:20; 15.05.2025
საზოგადოება

“გთხოვთ, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოთ”- GWP

17:15; 15.05.2025
სამართალი

სასამართლო პროცესზე მოწმე პოლიციელმა ბრალდებულებს მოძალადეები უწოდა, რასაც ხმაური მოჰყვა

16:54; 15.05.2025
ფინანსები

თიბისი ლიზინგმა EBRD-ისგან 11 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა

16:00; 15.05.2025
საზოგადოება

“განახლებული გამოძიება უნდა დაიწყოს”- სოციალური სამართლიანობის ცენტრი მაჩალიკაშვილის საქმეზე

15:51; 15.05.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

ახალი წელი… მაისში

14:10; 5.05.2025
0

რომის პაპის დაკრძალვაზე ტრამპმა ყაველაშვილს ხელი აუწია _ ფეიკი თუ სინამდვილე

14:29; 26.04.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,საფლავში ტრიალებენ ის ხევსურები, ამერიკის პრეზიდენტს წერილი რომ მიწერეს…” – ოქრუაშვილი

14:52; 13.05.2025
0

„ამჯერად წერილობით გაუფრენია“ – გია ხუხაშვილი ტრამპისთვის კობახიძის მიერ გაგზავნილ წერილზე

12:35; 13.05.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო