ცოტა ხნის წინ, იაპონური ბრენდის „Cellato“-ს ნაყინი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა, როგორც ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიოში. მისი ღირებულება 6 696 დოლარია.
დესერტის ფასი ძვირადღირებული ინგრედიენტებით არის განპირობებული. ნაყინის შემადგენლობაშია საკვები ოქრო, ყველი პარმეზანი, საკე კასუ (საკეს ნალექი) და თეთრი ტრიუფელი, რომელიც იტალიის ქალაქ ალბაში იზრდება. თვითონ ამ სოკოს კილოგრამის ფასი $15 ათასს აჭარბებს.
ნაყინის რეცეპტზე ოსაკაში მდებარე რესტორნის „RiVi“ შეფ-მზარეულს 1,5 წელი დასჭირდა.
„Cellato“-ში აღნიშნავენ, რომ დესერტს მდიდარი გემო და ტექსტურა აქვს. დეგუსტაციისას პირველ რიგში თეთრი ტრიუფელის გემო და არომატი იგრძნობა, შემდეგ კი პარმეზანი. ბოლოს კი პირში საკეს გემო რჩება.
ავტორი