წუხელ, გვიან ღამით დაჭრა მოხდა ოზურგეთში. ყოფილმა ქმარი, ყოფილ ცოლს, რომელიც 3 წლის წინ გათხოვდა სახლში მიუვარდა.
როგორც გვითხრეს, ამ დროს სახლში, ყოფილ ცოლთან ერთად ყოფილი სიდედრი, მეზობელი და ყოფილი ცოლის 5 თვის ბავშვი იყვნენ:
_ მთვრალი იყო. იარაღით შევარდა და უმისამართოდ ისროდა. ყოფილ ცოლს ტყვია არ მოხვედრია. საფანტი ფეხებში მოხვდა საწოლში მყოფ 5 თვის ბავშვს. ასევე დაიჭრა ყოფილი სიდედრი და მათთან მყოფი მეზობლის ქალბატონი, _ გვითხრეს მალაზონიას ქუჩაზე, სადაც ეს შემთხვევა მოხდა.
მათივე ინფორმაციით, დამნაშავე ყოფილ ცოლს ხშირად აწუხებდა:
_ 18 წელი იყო ცოლს-ქმარს შორის განსხვავება. ერთმანეთს ვერ შეეწყვენ და გაშორდნენ. მოგვიანებით, ეს გოგონა ყოფილი ქმრის ახლობელს გაჰყვა ცოლად, რამაც ის გააღიზიანა. ხშირად ემუქრებოდა ამ ოჯახს, _ გვითხრეს ოჯახის ახლობლებმა.
მათივე ინფორმაციით, დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა სამართალდამცველებმა მისი დაკავება მოახრეხეს.
მომხდარზე უკვე აღძრულია სისხლის სამართის საქმე.
რაც შეეხება დაზრალებულების მდგომარეობას. როგორც “გურია ნიუსს” “მედალფას” კლინიკაში უთხრეს, სამივე მათგანის ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.