ნატო კაპანაძე, ოზურგეთი:

_ ალბათ, არის. აბა, როგორ ჩააქრობდნენ ამხელა ხანძარს?!
ომარ შავიშვილი, ოზურგეთი:

_ ასე თუ ისე არის, თუმცა, მეტი მომზადებაა საჭირო.
ზაზა გიორგაძე, ჩოხატაური:

_ არ მგონია.
დარია ლომჯარია, ოზურგეთი:

_ არ არის მზად. ხანძარი უფრო ადრე უნდა ჩაექროთ.
ვახტანგ რუსიეშვილი, ოზურგეთი:

_ მზად რომ არ იყვნენ, ვერ ჩააქრობდნენ. კი ხედავთ, რა მდგომარეობაა მთელ მსოფლიოში.
გალაქტიონ მეგრელიძე, ჩოხატაური:

_ კი, მომზადებულია.
როზა უჩაძე, ოზურგეთი:

_ არ არის მზად. ამდენ ხანს ცეცხლის ჩაქრობა უნდა მოეხერხებინათ.
თამაზ ირემაძე, ოზურგეთი:

_ სტიქიას ადვილად ვერ შეებრძოლები. მზად კი არიან, მაგრამ უფრო უნდა გაძლიერდნენ.
არკადი ლომჯარია, ოზურგეთი:

_ მზად არის, თუმცა, მეტია საჭირო სტიქიის დროს.
დათო თავაძე, ოზურგეთი:

_ მიმაჩნია, რომ არიან მზად. უფრო ძლიერი ქვეყნები ვერ უმკლავდებიან იოლად სტიქიას. როგორი მომზადებულიც უნდა შეხვდე, რაღაც კუთხით მაინც დაგაზარალებს.
პოლინა გოგუა, ოზურგეთი:

_ დიახ, ჩააქრეს იმხელა ხანძარი და მგონი, მთელი მსოფლიო დააყენეს ფეხზე.
თამაზ ვაშაყმაძე, ოზურგეთი:

_ კი არის, მაგრამ მეტად უნდა მოემზადონ. თუმცა, ზოგი რომ ყვირის, არაფერს აკეთებენო, ეს არასწორად მიმაჩნია.
იზო სანიკიძე, ოზურგეთი:

_ არ არიან მზად. რამდენ ხანს იყო ხანძარი და ვერ ჩააქრეს. მეტი მომზადებაა საჭირო და ეს გაკვეთილი უნდა იყოს.
ასმათ გოგაძე, ოზურგეთი:

_ სად არიან მზად? დაიწვა მთელი ბორჯომი. ფულის შოვნაზე ფიქრობენ მხოლოდ.
თინათინ ერისთავი, ოზურგეთი:

_ რა თქმა უნდა, არის. ადვილი არაა სტიქიასთან ბრძოლა. უცებ ვერ გაუმკლავდები.
ვახტანგ გოგია, ოზურგეთი:

_ არანაირად არ არიან მზად. უსუსური ხელისუფლებაა და ამიტომაც ვერ შეძლეს ხანძრის ჩაქრობა.
ნიკოლოზ ვასაძე, ოზურგეთი:

_ ხელისუფლება მზად არის და უმკლავდება კიდეც სტიქიებს.
ნაზიკო დოლიძე, ოზურგეთი:

_ მზად არის კი არა, არაფერს აკეთებს. დაიწვა მთელი ბორჯომი. ესაა მზადყოფნა?!
მაკა იაკობიძე, ლანჩხუთი:

_ ამ დღეებმა გვიჩვენა, რომ არაა მზად.
თორნიკე ჯიჯიეშვილი, ლანჩხუთი:

_ არც ფინანსურად და არც მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდების მხრივ არ არის მომზადებული.
ედუარდ ჯიბლაძე, ლანჩხუთი:

_ შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს აკეთებს..
ზაალ სანაძე, ლანჩხუთი:

_ ასი პროცენტითო, ვერ ვიტყვი, მაგრამ შეძლებისდაგვარად ყველაფერს ცდილობს.
თეონა სარჯველაძე, ლანჩხუთი:

_ მგონი, რაც შეუძლია აკეთებს, მაგრამ სამომავლოდ ბევრი რამაა გასათვალისწინებელი.
ვასილ ხაჟალია, ჩოხატაური:

_ მეტნაკლებად კი და ყველაფერს ვერ გაითვალისწინებს წინასწარ.





































































