შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ სტატისტიკას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე წლის 7 თვის განმავლობაში საჯარო უწყებებში სამსახურებრივი გულგრილობის, სიყალბისა და ქრთამის მიცემის ფაქტები 2021 წლის ამავე პერიოდთან შედარებით გაზრდილია.
2022 წლის იანვარ-ივლისში ქრთამის მიცემის ფაქტები 33.33%-ით გაიზარდა. ამასთან სახელმწიფო სტრუქტურებში სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტები +51.35%-ით გაიზარდა, ხოლო სამსახურებრივი სიყალბის ფაქტები 32.26%-ით არის მომატებული.
იანვარ-ივლისში სამსახურებრივი გულგრილობის – 56, სამსახურებრივი სიყალბის – 41; და ქრთამის მიცემის – 8 შემთხვევა დაფიქსირდა.
შს სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით, 2022 წლის იანვარ-ივლისში სამოხელეო დანაშაულის რეგისტრირებული ფაქტებიდან 62 – სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების; 137 – სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, 21 – ქრთამის აღების შემთხვევა დაფიქსირდა.