ცოტა ხნის წინ ბრიტანულმა გამოცემამ „The Sun“ ყველა დროის საუკეთესო ქალი მსახიობების ასეული გამოაქვეყნა.
მეათე პოზიცია ორი ოსკარისა და სხვა მრავალი ჯილდოს მფლობელმა ჯეინ ფონდამ დაისაკუთრა. მსახიობი, მწერალი, პროდიუსერი, საზოგადო მოღვაწე და ფოტომოდელი, „საპატიო“ ასაკის მიუხედავად მშვენიერ ფორმაშია და აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს.
მეცხრე ადგილზეა სიუზან სარანდონი, რომელიც კინოინდუსტრიაში გასული საუკუნის 70-იან წლებში ჩაება, პირველი ოსკარი კი 25 წლის შემდეგ მიიღო.
მერვე ადგილზეა მეოცე საუკუნის შვედი კინოვარსკვლავი ინგრიდ ბერგმანი.
მეშვიდე პოზიცია ლეგენდარულ მარლენ დიტრიხს ხვდა წილად.
მეექვსე პოზიციის მფლობელი შირლი მაკლაინი გახდა.
მეხუთე ადგილზე ჯოდი ფოსტერი გავიდა. ჯოდის ფილმები და როლები ჟანრთა მრავალფეროვნებით გამოირჩევა, მოიცავს ტრილერებს, კრიმინალისტიკას, სასიყვარულო რომანს, კომედიას, საბავშვო ფილმებსა და მეცნიერულ ფანტასტიკას.
მეოთხე პოზიციაზეა წითური ლამაზმანი ჯულიანა მური.
მესამე პოზიცია წილად ქეით ბლანშეტს ხვდა. „ბეჭდების მბრძანებლის“ ვარსკვლავი მაყურებელმა პირველად ინგლისის დედოფალ ელისაბედის განსახიერების შემდეგ შეიყვარა.
საკუთარი კინოგმირით მაყურებლის მოხიბვლა მერილ სტრიპისთვის სირთულეს არ წარმოადგენს და სწორედ ამიტომ ის ყველა დროის საუკეთესო მსახიობ ქალთა ათეულში მეორე პოზიციას იკავებს.
რაც შეეხება საპატიო პირველ ადგილს, ის მსოფლიო კინოს ლეგენდამ, ქალური სილამაზის სიმბოლოდ მიჩნეულმა ოდრი ჰეპბერნმა დაისაკუთრა.