ფრაქცია „ქართული ოცნება – კონსერვატორების“ თავმჯდომარის, გიგა ბუკიას განცხადებით, მმართველი გუნდის დეპუტატებმა გარკვეული განცხადების გაკეთებამდე კონსულტაციები მმართველ გუნდში უნდა გაიარონ.
კითხვაზე, შიდა პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ დაანონსებული შიდა პარტიული დისციპლინის შექმნა ხომ არ შეზღუდავს დეპუტატთა სიტყვის გამოხატვის თავისუფლებას?_მმართველი გუნდის წარმომადგენელი გვპასუხობს, რომ დისციპლინა დეპუტატების უფლებებს კი არ შეზღუდავს, არამედ ,,ქართულ ოცნებაში“ ურთიერთობებს დაარეგულირებს.
,,ყველა ურთიერთობას აქვს თავისი წესი თუ რომელიმე დეპუტატს რაიმე საკითხი აწუხებს, სანამ საჯარო განცხადებას გააკეთებს, ჯერ შიგნით უმრავლესობის წევრებთან უნდა გაიაროს. თქვენ რა გგონიათ, ჩვენ არ გვაქვს სხვადასხვა პოზიცია სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით? ჩვენ მუდმივად ვამბობდით, რომ პირველ რიგში, უნდა გაარკვიო შიგნით და თუ ეს არის ისეთი თემა, რომ შესაძლებელია საჯაროდ გაჟღერდეს, შეზღუდვა ამაზე არავის ექნება. დისციპლინა სჭირდება ყველა ურთიერთობას, მითუმეტეს, როდესაც სახელმწიფო გვაბარია.ზოგიერთი დეპუტატის განცხადება, რომ ის არის მარტო და აბსოლუტურად თავისუფალი, არ არის სწორი. ჩვენი ფრაქცია მუდმივად ამბობდა, რომ ყველა საკითხი ჯერ შიგნით უნდა იყოს განხილული“,-განაცხადა ბუკიამ.