“რუსთავი 2-ის ს საქმეზე უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის (!) გადაწყვეტილების დასაბუთება წავიკითხე.
ურთმელიძის დასაბუთებაც კი ჯობდა ბევრად.
ყველა სტუდენტს უნდა წააკითხო, რომ იცოდეს, როგორი არ უნდა იყოს სამართლებრივი ანალიზი.
ეროვნული სირცხვილი და კატასტროფაა,” _ წერს სოციალურ ქსელში ნიკა გვარამია.
შეგახსნებეთ, რომ დიდი პალატის განჩინება 170-გვერდიანი განჩინება ადვოკატებს დღეს გადაეცათ და როგორც “რუსთავი 2”-ის იურისტები ამბობებ, გაცნობის შემდეგ საზოგადოებას წარუდგენენ.