“სოფელ ლიხაურში, რუსიეშვილების ოჯახში დიდი ხანია გაჭირება სუფევს თუმცა, ძალიან მძიმე ჟამი დაუდგათ _ 4 თვის წინ დედა დაასაფლავეს, ახლა მამიდა გარდაეცვალათ, რომელსაც თანხების უქონლობის გამო ვერ ასაფლავებენ.
თავად ნახავთ, რა მდგომარეობაში ცხოვრობენ, კეთილი ადამიანების დახმარებით რაღაც მცირედს უყრიან თავს მეზობლები ოჯახის დასახმარებლად, მაგრამ იქ ისედაც ყველა გაჭირვებულია და ვერ აგროვებენ საკმარის თანხას, რომ ოჯახს დაეხმარონ გარდაცვლილისთვის აუცილებელი ხარჯების დასაფარად.
ჩემი ჯგუფის წევრები უკვე მობილიზდნენ და ვაგროვებთ თანხებს ამ ოჯახის დასახმარებლად. ვისაც სურვილი გექნებათ შემოგვიერთდით“, _ ასეთი შინაარსის წერილს სოციალურ ქსელში “ფეისბუქის“ მომხარებელი შორენა ბიწაძე აქვეყნებს.
“ვიყავი ახლა რუსიეშვილები ოჯახში და ყველაფერს ვცდილობთ, რომ დავეხმაროთ. ვესაუბრე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს და ჩავაყენე საქმის კურსში“, _ გვითხრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა სოფელ ლიხაურში ივანე ვაშაყმაძემ.
P.S. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია გარდაცვლილის ოჯახს 300 ლარით დაეხმარება.