„გურია ნიუსი“ კარგა ხანია ფლობს ინფორმაციას, რომ ტრაგიკულად დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილი ოზურგეთელი ახალგაზრდის თემურ ჭანუყვაძის თანაკურსელი და შეყვარებული იყო.
ისინი ერთად სწავლობდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შემდეგ კი თამარი საზღვარგარეთ წავიდა.
_ ეს არის ძალიან საფრთხილო და სათუთი თემა. ყველა ჟურნალისტის სინდისზეა როგორ მიაწოდებს ინფორმაციას საზოგადოებას. ნამდვილად იყვნენ შეყვარებულები. თამარი ვის არ უყვარდა. ყველას მასწავლებელი, დამრიგებელი და მეგობარი იყო. ძალიან ვწუხვარ – გვითხრა თემურ ჭანუყვაძის მამამ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, თემურ ჭანუყვაძემ.