საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის ინფორმაციით, უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად შემოთავაზებულ ყველა მიმართულებაზე რეისები უკვე დანიშნულია.
საქმე ეხება ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეთავაზებას საქართველოს მთავრობისადმი. სააკაშვილი ამბობს, რომ მას აქვს გეგმა და რესურსები, რათა ემიგრანტები, რომლებიც ქვეყანაში ვერ ბრუნდებიან, საქართველოში უფასოდ დააბრუნოს.
“თუკი რამე მსგავსი სახის ინიციატივები არსებობს, ამისთვის არის შესაბამისი ფონდი, რომელიც ცენტრალიზებულია და ვისაც სურვილი აქვს, კერძო პირი იქნება თუ სხვადასხვა ორგანიზაცია, შეუძლია ამ ფონდში ჩარიცხოს და ყველა რეისი და ყველა ფრენა იქნება დაგეგმილი საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან და საკოორდინაციო საბჭოსთან ახლო კოორდინაციით.
ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომელსაც ყოველდღურად ვიღებთ შესაბამისი საელჩოებიდან ჩვენი მოქალაქეების მომართვიანობის შესახებ, ხდება ამ ინფორმაციის გადამუსავება და შემდეგმ გეგმაზომიერად, ეტაპობრივად ფრენების დანიშვნა. ყველა ის მიმართულება, რომელიც იყო შემოთავაზებული, სრულიად ათვისებული გავქვს და სხვა ახალ მიმართულებებზეც ვმუშაობთ”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოქვეყნა საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების მიზნით, საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული რესიების ნუსხა.