ცოტა ხნის წინ ბრიტანელი მეცნიერების ჯგუფმა ჩაატარა გამოკვლევა იმის შესახებ, თუ ვინ არის მსოფლიოში ყველაზე ლამაზი სახის პატრონი და როგორია იდეალურად პროპორციული სახე
აღმოჩნდა, რომ ამ ლამაზმანის სახე ყველაზე მიახლოებულია იდეალურთან, კერძოდ იმასთან, რასაც ბერძნები “ოქროს კვეთას” უწოდებდნენ.
ძველი ბერძნები ამტკიცებდნენ, რომ არსებობს მათემატიკური ფორმულა ფიზიკური სრულყოფილების განსასაზღვრავად და მას ელინელებმა “ოქროს კვეთა” უწოდეს. ეს არის მათემატიკური გამოთვლა თვალების, ცხვირის, ნიკაპის, ტუჩების და ზოგადად, სახის მოყვანილობის იდეალური თანაფარდობის გამოსაყვანად.
მოდელი და მსახიობი ემბერ ჰერდი იდეალურთან ყველაზე მიახლოებული აღმოჩნდა-მისი სახე 91, 85%-ით აკმაყოფილებს “ოქროს კვეთას”.
მაგრამ საკითხავია, თუ ემბერ ჰერდი არა, მაშინ ვის აქვს იდეალური სახე? -მეცნიერების პასუხმა ამაზეც არ დააყოვნა…
მკვლევარებმა აიღეს კიმ კარდაშიანი წარბები,
სკარლეტ იოჰანსონის თვალები,
ემბერ ჰერდის ცხვირი,
მოდელ ემილი რატაკოვსკის ტუჩები,
და ისევ ემბერ ჰერდის ნიკაპი,
მათ აგრეთვე აიღეს რიანას სახის მოყვანილობა და კეიტ მოსის შუბლი და…
აი, რა გამოვიდა აქედან!
ძნელია იმის თქმა, რომ ეს ქალი ლამაზი და მიმზიდველი არაა, მაგრამ ერთი რამ ცხადია: მისი გარეგნობა თვალისმომჭრელი ნამდვილად არაა, შესაძლებელია იმის გამო, რომ ამ სახეს აკლია ის უნიკალური ხაზები, რომლებითაც არაიდეალურ ადამიანს იოლად გამოვარჩევთ სხვებისაგან და რომელიც განსაზღრავს თითოეული ინდივიდის განსაკუთრებულობასა და ხიბლს.