https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

    default

    “ულამაზესი რა გიჩვენოთ? ჩემი გურია”- ბადრი ვადაჭკორია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რუსეთში Porsche-ს ყველა ავტომობილი თანამგზავრებიდან დაიბლოკა

    ვლადიმერ პუტინი – რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა

    კრემლი: პუტინმა მიიღო აშშ-ის ზოგიერთი წინადადება უკრაინასთან დაკავშირებით და მზადაა მოლაპარაკებები გააგრძელოს

    ვლადიმერ პუტინი: არ ვაპირებთ ევროპასთან ომს, მაგრამ თუ ევროპა დაიწყებს, მზად ვართ

    156 ადამიანი დაიღუპა- ხანძრის მიზეზს იძიებენ (უცხოეთი)

    “საუბარი კონსტრუქციული იყო” – უკრაინის პრეზიდენტი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

    default

    “ულამაზესი რა გიჩვენოთ? ჩემი გურია”- ბადრი ვადაჭკორია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რუსეთში Porsche-ს ყველა ავტომობილი თანამგზავრებიდან დაიბლოკა

    ვლადიმერ პუტინი – რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა

    კრემლი: პუტინმა მიიღო აშშ-ის ზოგიერთი წინადადება უკრაინასთან დაკავშირებით და მზადაა მოლაპარაკებები გააგრძელოს

    ვლადიმერ პუტინი: არ ვაპირებთ ევროპასთან ომს, მაგრამ თუ ევროპა დაიწყებს, მზად ვართ

    156 ადამიანი დაიღუპა- ხანძრის მიზეზს იძიებენ (უცხოეთი)

    “საუბარი კონსტრუქციული იყო” – უკრაინის პრეზიდენტი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ქვიშის “სამკურნალო” სანაპიროები, სადაც საკანალიზაციო ორმოები და სასმელი წყლის ჭაბურღილები გვერდიგვერდაა

14:56; 9.09.2024
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ჩვენი გამოცემა, წლების განმავლობაში აშუქებს გურიის რეგიონის საკურორტო ინფრასტრუქტურას და იქ არსებულ მძიმე ვითარებას. გადის წლები, იცვლება ხელისუფლება, თუმცა ვითარება ისევ მძიმე და რჩება ბახმაროში, გომისმთაზე, გრიგოლეთში… ტურიზმის და დასვენების ინდუსტრიის განვითარება სწორედ წყლის, კანალიზაციის, ელექტრო ენერგიის ქსელების, ასევე, ზამთრის სეზონისთვის _ გაზიფიცირების მოწესრიგებას გულისხმობს. ეს სასიცოცხლო ინფრასტრუქტურაა, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია დასვენება ან სასიცოცხლო გარემოს არსებობა. ამას ემატება სპონტანური, სტიქიური და ხშირად უკანონონო დაუგეგმავი მშენებლობები, რაშიც დამნაშავე კერძო პირებზე მეტად, სახელმწიფოა, რადგან არ მუშაობს განაშენიანების გეგმების შემუშავებაზე ან არ იცავს განაშენიანების არსებულ გეგმებს. მეტიც, ძალიან ხშირად, დამრღვევები თავად მაღალი რანგის საჯარო მოხელეები ან მათი პროტეჟეები არიან. ეს ყველაფერი დამანგრეველ გავლენას ახდენს პოპულარულ მთის და განსაკუთრებით ზღვის კურორტების მომავალზე, რომელთა რესურსი, აფხაზეთის დროებით დაკარგვის გამო, ძალიან შეზღუდულია.

ექვსი წლის წინ, ლანჩხუთის საკრებულოში დროებითი სამუშაო კომისია შეიქმნა, რომელსაც დეპუტატი ამირან გიგინეიშვილი თავმჯდომარეობდა, ამ კომისიამ 2019 წელსვე შეიმუშავა კიდეც კურორტ გრიგოლეთის სტრატეგიული განვითარების გეგმა. მაშინ კომისიის შემადგენლობაში შედიოდნენ საკრებულოს ბიუროს წევრები, მერიის ტურიზმის განყოფილების უფროსი, გრიგოლეთის საერთო კრების რჩეული, პროფესორი შუქრი თავართქილაძე და შავი ზღვის საერთაშორისო კომისიის სანაპიროს ინტეგრირებული მართვის წარმომადგენელი საქართველოში მამუკა გვილავა.

აღნიშნული განვითარების სტრატეგიის ზოგად მიზანს, როგორც მაშინ განმარტავდნენ, წარმოადგენდა გრიგოლეთის სოციალურ-ეკონომიკური პოტენციალის ამაღლება საშუალოვადიან პერსპექტივაში ადგილობრივი თვითმმართველობებისა და მოსახლეობის უშუალო მონაწილეობითა და ძალისხმევით, ადგილებზე სამოქალაქო საზოგადოების პოტენციალის ზრდის შედეგად.

“გეგმა მოიცავს ადმინისტრაციულ და სამართლებრივ სტრუქტურას, გეოგრაფიულ, კლიმატურ და მეტეოროლოგიურ დახასიათებას, მიწისა და რესურსების გამოყენებაზე ზემოქმედებას, გრიგოლეთის სანაპირო ქვიშის მაგნიტურ ანომალიაზე კვლევას, სოციალურ–დემოგრაფიული მდგომარეობას, სოფელ გრიგოლეთის მოსახლეობის საჭიროებათა და ტურისტების მომსახურების კმაყოფილების ხარისხის კვლევას, სანაპირო ზონის განვითარების პრობლემებს და ა. შ. სტარატეგიულ გეგმაში მოცემულია, ასევე, სამომავლო პერსპექტიული ხედვა“.

გეგმის მიხედვით, 2023 წლისთვის გრიგოლეთი გადაიქცეოდა “მიმზიდველ საერთაშორისო რანგის სამკურნალო–გამაჯანსაღებელ კურორტად, სადაც კმაყოფილი მოქალაქეები იცხოვრებენ. იქნება კარგი მუნიციპალური (კომუნალური) ინფრასტრუქტურა, მეტი პროფესიული უნარ–ჩვევების მქონე ადგილობრივი მოსახლეობა, სტანდარტის შესაბამისი ტურისტული ობიექტები და მაღალი კონკურენტუნარიანობით გამორჩეული საინვესტიციო გარემო“, _ განმარტავდნენ მაშინ სტრატეგიული გეგმის ავტორები.

გრიგოლეთის განაშენიანების გეგმის განხილვა 2020 წლის ოქტომბერში შედარებით ფართო აუდიტორიის წინაშე მოეწყო მერიის სხდომათა დარბაზში. შეხვედრაში არქიტექტორები, ექსპერტები, ადგილობრივი ხელისუფლება და სხვა პატივცემული ადამიანები მონაწილეობენ.

გაგიკვირდებათ და ლანჩხუთის მერიაში გრიგოლეთის სანაპირო ზოლის განაშენიანების გეგმის საჯარო განხილვა 2021 წლის ზაფხულშიც მოეწყო. მაშინაც, ოფიციალური წყაროები იუწყებოდნენ რომ “განაშენიანების გეგმა სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტის, მათ შორის, სათავგადასავლო პარკის, საცხენოსნო კლუბის, სავაჭრო ქსელის, სანაოსნო კლუბის, ნავმისადგომის, ველობილიკის, წყალსადენისა და კანალიზაციის ქსელის მოწყობას და ა. შ. გახორციელებას” ითვალისწინებდა. ოფიციალური ცნობითვე, “გრიგოლეთისა და ყვავილნარის სანაპირო ზოლის განაშენიანების გეგმაზე მუშაობა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიასა და კონკურსში გამარჯვებულ ა(ა)იპ “საქართველოს სივრცითი განვითარების მართვის ინსტიტუტს” შორის 2020 წელს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მიმდინარეობდა“.

განაშენიანების დოკუმენტში ყურადღება გამახვილდა ისეთ პრობლემებზე, როგორიცაა ზღვის დაბინძურება, მჭიდრო და ქაოტური განაშენიანება, რომელთა გამოც, რამდენიმე ადგილას შეზღუდულია ზღვასთან მისასვლელი. როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, განაშენიანების გეგმის უმთავრესი მიზანია ამ საკურორტო-სარეკრეაციო ზონისთვის საჭირო პირობების შექმნა, კერძო და საჯარო ინტერესების მაქსიმალური დაახლოება, ლანდშაფტის დაცვა და შემდგომი განვითარება. გეგმა მიზნად ისახავს, რომ აღნიშნული გეგმარებითი ერთეული წარმოადგენდეს ზღვისპირა საკურორტო-რეკრეაციული დასახლებების მაღალი სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის რეალიზების ერთ-ერთ მაგალითს”.

ლანჩხუთის მერიაში გრიგოლეთის სანაპირო ზოლის განაშენიანების გეგმის საჯარო განხილვაც მოეწყო 2021 წლის ზაფხულში.

განაშენიანების გეგმა სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტის, მათ შორის, სათავგადასავლო პარკის, საცხენოსნო კლუბის, სავაჭრო ქსელის, სანაოსნო კლუბის, ნავმისადგომის, ველობილიკის, წყალსადენისა და კანალიზაციის ქსელის მოწყობას და ა. შ. განხორციელებას ითვალისწინებს.

გრიგოლეთისა და ყვავილნარის სანაპირო ზოლის განაშენიანების გეგმაზე მუშაობა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიასა და კონკურსში გამარჯვებულ ა(ა)იპ “საქართველოს სივრცითი განვითარების მართვის ინსტიტუტს” შორის 2020 წელს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მიმდინარეობდა.

ეს არაჩვეულებრივი პერსპექტივის სრული ანტიპოდია დღევანდელი რეალობა. სანაპიროზე, რომელიც ქაოტური მშენებლობებით, არასტანდარტული, უსახური არქიტექტურითაა “გამორჩეული”. რაც შეეხება ლანდშაფტს, საკმარისია დახედოთ სანაპირო ზოლის საძიებო რუკას, მიხვდებით, რომ ლანდშაფტიც, გარემოც, ზღვაც და სრულიად დაუცველი, ქვიშის მოძრავი დიუნებით დაფარული ნაპირიც ძალაუფლების მქონე პირების ინტერესებსაა მორგებული. რესპონდენტი, რომელიც ვინაობის დასახელებისგან ამ ეტაპზე ვინაობის გამხელას ერიდება, ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ 15-16 წლის წინ, გრიგოლეთში კერძო პირისგან მიწის ნაკვეთი პირველ ზოლში შეიძინა. ახლა კი, ამ “პირველი ზოლის” წინ რამდენიმე რიგადაა ნაკვეთები დარეგისტრირებული _ ქვიშის ფართო ზოლზე, რომელიც ყოველწლიურად ფართოვდება და ახალ-ახალ “შესაძლებლობებს” აჩენს. გეგმის მიხედვით დაპირებული სპორტული მოედნების და რეკრეაციული სივრცეების ნაცვლად, უსახური ბეტონის კუბები სჭარბობს, რომლებიც, ალაგ-ალაგ, შტორმების დროს გადმოსული წყლითაა დაჭაობებული.

წყლისა და კანალიზაციის სისტემების არარსებობას, “გურია ნიუსთან” საუბარში ადასტურებს ლანჩხუთის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ალეკო კირვალიძეც. მისი თქმით, აქ კერძო მესაკუთრეებს ინდივიდუალურად აქვთ მოგვარებული ეს საკითხი. როგორც ის ამბობს, “შესაბამის უწყებებთან იყო საუბრები, გრიგოლეთში ცენტრალური საკანალიზაციო სისტემის მოწყობის თაობაზე. მათი მხრიდან გარკვეული დაპირებებიც არის, თუმცა, კონკრეტული არაფერია, ჯერჯერობით მაინც“.

“ინდივიდუალურად მოგვარებაში” იგულისხმება, რომ მოქალაქეები ან იურიდიული პირები კუსტარულად მოწყობილი საკანალიზაციო ჭებით სარგებლობენ. დისკომფორტის, არასასიამოვნო პროცედურებისა და ფინანსური ხარჯის გარდა, ასეთი ბეტონის ჭები საკმაოდ დიდ ზიანს აყენებს გარემოს და საფრთხეს უქმნის გარშემომყოფთა ჯანმრთელობას. ლანჩხუთის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი, ჯუმბერ ბლაგიძე, რომელიც თავადაც სუფსის ადმინისტრაციული ერთეულის მკვიდრია და კარგად იცნობს თემში არსებულ პრობლემებს, ამბობს, რომ მხოლოდ ერთეული შემთხვევებია, როცა სასტუმროს მეპატრონეებს სრულად აქვთ ამ მხრივ საკითხი მოწესრიგებული და ჩამდინარე წყლების ბიოგამწმენდი დანადგარები აქვთ დამონტაჟებული.

“პრობლემა არახალია. თავიდანვე, როგორც კი აქ დასახლებები გაჩნდა, ე.წ. “ბახმაროს დასახლება” მაქვს მხედველობაში, მუდმივად იყო ეს პრობლემა. არანაირი გენგეგმა, არანაირი პროექტი. პირდაპირ ორმოები არის ამოღებული, არანაირი გამწოვი ან რამე, პირდაპირ ქვიშაშია გაშვებული. ერთი ეგაა, თუ ვინმე ამოაცემენტებს ორმოს, სხვა არაფერი. სასტუმროებს აქვთ გაკეთებული ბეტონისგან, თუმცა ესეც არ არის სათანადო დონის. ერთეული სასტუმროა, რომელსაც ეს პრობლემა მოგვარებული აქვს. მათ დამონტაჟებული აქვთ სპეციალური გადამამუშავებელი დანადგარი, მინი–ქარხანა. თუმცა, იქ მდებარე აგარაკების შემთხვევაში ასე არაა _ პირდაპირ ქვიშაში აქვთ გაშვებული კანალიზაცია. ეს პრობლემა აუცილებლად მოსაგვარებელია, როგორ შეიძლება კანალიზაცია გქონდეს გაშვებული და იქვე, ჭაბურღილიდან წყალს იღებდე?!!” _ ამბობს ლანჩხუთის საკრებულოს წევრი გიორგი გახარიას პარტიიდან, ჯუმბერ ბლაგიძე.

გრიგოლეთში მწვავედ დგას მიუსაფარი ცხოველების პრობლემაც: “მთელი გრიგოლეთი სავსე არის მიუსაფარი, აგრესიული ძაღლებით, იყო დაკბენის შემთხვევებიც. მოგეხსენებათ ეს საკურორტო ზონაა, სადაც უამრავი ოჯახი პატარა ბავშვებთან ერთად ისვენებს და წარმოუდგენელია მათი მარტო გაშვება, გასეირნება. ძალიან კარგად არის მოგვარებული დასუფთავება, სანაპირო დაცვა,გთხოვთ გაითვალისწინოთ დამსვენებელთა თხოვნა და ეს პრობლემაც მალევე გადაჭრათ. ერთი ან ორი ძაღლი რომ იყოს, კიდევ მესმის, მაგრამ აქ სანაპიროზე გასვლა შეუძლებელია“, _მიმდინარე საკურორტო სეზონზე თხოვნით მიმართა ლანჩხუთის მერიას მოქალაქე სოფო ჟორჟოლიანმა.

სანიაღვრე არხების მოუწესრიგებლობა ერთ-ერთია იმ პრობლემებს შორის, რომლის მოგვარებას მოსახლეობა უკვე წლებია, ითხოვს. დაპირების მიუხედავად, კონკრეტული არაფერია. არადა, მცირე რაოდენობის ნალექის შემთხვევაშიც კი, ადგილობრივებსა თუ საკურორტო სეზონზე ჩამოსულ ადამიანებს დისკომფორტი ექმნებათ.

საუბარია დასახლების იმ ტერიტორიაზე, სადაც, თავის დროზე, გრიგოლეთის დაწყებითი სკოლა მდებარეობდა. სწორედ, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე გადის მთავარი სანიაღვრე არხი, რომელიც უკვე წლებია, წყალს ვერ ატარებს და მოსახლეობის ნაწილის მთავარ პრობლემადაა ქცეული.

“ყველაზე მეტად რაც მაწუხებს, ჩემი ეზოს უკან მდებარე სანიაღვრე არხის გაუმართაობაა. როგორც კი გაწვიმდება, მთელი ეზო მეტბორება, წყალი სახლამდეც კი მოდის. საკუთარ ნაკვეთს ვერაფერში ვიყენებ, ვერც ბოსტანს ვთესავ და ვერც ვერაფერს ვაკეთებ. რა უნდა დავთესო?! მაინც წყალი დატბორავს და წაიღებს. ადრე, ამ ეზოში სიმინდი მომყავდა, მარა ახლა სრულიად გავერანებულია ყველაფერი. ყანა და ბოსტანი კი არა, დაჭაობებულია მთელი ეზო, ვერ ჩახვალ, ისეთი ამბავია. წლებია, ამ დღეში ვარ. ბევრჯერ შევაწუხე ადგილობრივი ხელისუფლება, ბევრჯერ მოვიდნენ, ნახეს საკუთარი თვალით, რა მდგომარეობაცაა, მაგრამ საშველი მაინც არაა _ ვერ მოხერხდა პრობლემის აღმოფხვრა. დროთა განმავლობაში, აქ ტერიტორიები გაიყიდა ყოველგვარი დაგეგმარების გარეშე და კერძო საკუთრებაში მოექცა არხის გარკვეული ნაწილი. 20-30 მეტრი რომ იყოს გასაყვანი, ჩემი სახსრებით ვიქირავებდი ტრაქტორს და გავიყვანდი არხს, მაგრამ მე მარტო ვერ გავწვდები ამ პრობლემის მოგვარებას“, _ ამბობდა “გურია ნიუსთან” საუბარში გრიგოლეთის მკვიდრი გოჩა ვოინაროვი.

ვოინაროვის გარდა, ამ პრობლემის თაობაზე “გურია ნიუსთან” ის ადამიანებიც საუბრობდნენ, რომლებიც მიმდებარედ აგარაკებსა თუ სასტუმროებს ფლობენ: “ჩვენი შემოსავლის წყარო აქ ჩამოსული დამსვენებელი არიან. რომელი ტურისტი და დამსვენებელი მოვა, თუ გამართული ინფრასტრუქტურა არ იქნა?! ზაფხულში აქ დამსვენებლები ვერ შემოდიან ისე იტბორება ყველაფერი. მანქანას ელოდებიან, რომ შემოვიდნენ აქ.

საქმე ისაა, რომ ეს არხი ბოლოში, წესით, მილს უნდა შეუერთდეს, მაგრამ მილი არხს ზემოთაა მოქცეული და ბუნებრივია, არხში მომავალ წყალს ვერ ატარებს. ერთადერთი და მთავარი საშველი პრობლემის მოსაგვარებლად ისაა, რომ ის მილი, რომელიც კომპანია BP-ის ტერიტორიაზეა, უნდა ამოიღონ და დაბლა დაწიონ, მაგრამ ეს ვერ თუ არ ხერხდება. პატრონი არავინ არაა არჩევნებიდან არჩევნებამდე. საარჩევნოდ დაპირებებს მაინც გამოიმეტებენ ხოლმე“, _ ამბობდნენ აქაურები.

პრობლემის არსებობას ჩვენთან საუბარში მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის მაშინდელი უფროსი ლევან ჩხაიძეც ადასტურებდა და ამბობდა, რომ პრობლემის მოგვარებას აფერხებს ის ფაქტი, არხი გარკვეულ მონაკვეთზე კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე გადის და სწორედ ამიტომ ვერ ხერხდება მისი გაწმენდა-მოწესრიგება:

“ამ არხმა უნდა გადაკვეთოს ტერმინალის ტერიტორია, შემდეგ კი პირდაპირ ვეჯახებით კერძო ნაკვეთებს. სწორედ ეს ქმნის პრობლემას. მეც ვარ ნამყოფი აქ და მართლაც მოსაწესრიგებელია. იგეგმებოდა კიდეც მისი გაწმენდა, მაგრამ ვერ მოხერხდა სწორედ იმის გამო, რომ კერძო საკუთრებაშია მოქცეული. მით უმეტეს, თუ კიდევ გაიყიდა და არხის რაღაც ნაწილი ისევ მოექცა კერძო საკუთრებაში, ეს კიდევ დამატებით პრობლემას შექმნის“, _ ამბობდა ჩხაიძე, თუმცა, კონკრეტულს ვერაფერს ამბობდა, თუ როდის მოუგვარდებათ ვოინაროვსა და მის სამეზობლოს პრობლემა, რომელიც წლებია, აწუხებთ.

როგორც საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი ჯუმბერ ბლაგიძე გვეუბნება, ეს პრობლემა კვლავაც მოუგვარებელია: “ფაქტია, ამ დასახლების რელიეფი საკმაოდ დაბალია და ნალექის მცირე რაოდენობის შემთხვევაშიც კი, სერიოზული დისკომფორტი იქმნება, მით უმეტეს, თუ არხი გამოსულია მწყობრიდან და წყალს ვერ ატარებს.

ეს არხი, გრიგოლეთის პიონერთა ბანაკი რომ იყო, იქამდე გადიოდა, ახლა კი აქვე წყდება. ეს ტერიტორია მუნიციპალიტეტის საკუთრებაა და სწორედ მან უნდა იზრუნოს ამ პრობლემის მოგვარებაზე. ეს არაა ახალი პრობლემა _ წლებია არსებობს. ჩემი მაჟორიტარი დეპუტატობის დროსაც ბევრჯერ გამიჟღერებია ამის თაობაზე, შესაბამისი სამსახურების წინაშეც არაერთხელ დამიყენებია საკითხი, მაგრამ არაფერი შედეგი _ ვერანაირად ვერ მივიღე პასუხი, თუ როდის და როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა“, _ ამბობს ბლაგიძე.

გარდა იმისა, რომ გრიგოლეთში არ ფუნქციონირებს საკანალიზაციო კოლექტორი, სანიაღვრე არხები, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ არ არსებობს ცენტრალური წყალმომარაგების სისტემა. აქ სასმელად და სამეურნეო მიზნით, ძირითადად, ინდივიდუალურად მოწყობილი ჭები და ჭაბურღილები გამოიყენება! მდინარეებში უკონტროლოდ ხვდება საყოფაცხოვრებო ნარჩენიც, რადგან საკურორტო ზოლში არ არსებობს სათანადოდ მოწყობილი ინფრასტრუქტურა. მართალია, ნარჩენების გატანა ყოველდღიურად ხდება, თუმცა, რეგულარულად ვერ სუფთავდება სანაპირო ზოლი.

ისიც ფაქტია, რომ წლების განმავლობაში არასწორად დაგეგმილი მშენებლობების გამო, განადგურებულია ფიჭვნარი, რომელიც მთელ სანაპირო ზოლს მიუყვებოდა, ახლა კი მათ ადგილას უსისტემოდაა აშენებული კერძო საკუთრებები.

აი, ასეთია სამკურნალო თვისებებით გამორჩეული გურული საზღვაო კურორტის ინფრასტრუქტურა, რომელიც მხოლოდ “განაშენიანების გენგეგმის” “ზღაპარშია ზღაპრული და ლაჟვარდოვანი”.

სოფო წილოსანი,
ლისა კოროშინაძე

გაზიარება12Tweet7Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

ხანძარს კაცი ემსხვერპლა

20:09; 5 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს 6 დეკემბერს

17:24; 5 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი აუხლოეს დღეებში

15:07; 5 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

რა გაძვირდა და რა გაიაფდა ბოლო ერთ თვეში

14:59; 5 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

ამირან გამყრელიძე: სპეციალისტებმა უნდა ისაუბრონ, რა უნდა გაკეთდეს

14:34; 5 დეკემბერი, 2025

59 დაღუპული და ასობით დაშავებული - ტაიფუნი ვიეტნამში

კომიტეტმა „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

ყველა სიახლე

სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა ჩოხატაურის ცენტრში

21:39; 5.12.2025
ზაფრანი

სასმელი, რომელიც მადას აქვეითებს

20:40; 5.12.2025
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნების სისუსტეები

20:35; 5.12.2025
ზაფრანი

ქატო გასახდომად

20:31; 5.12.2025
ზაფრანი

რა მივირთვათ ზამთარში რომ წონაში არ მოვიმატოთ

20:26; 5.12.2025
ფინანსები

SOLO-ს საახალწლო შეთავაზება მომხმარებლებს: შეხვდით 31 დეკემბერს Room Batumi-ში სტეფანესთან ერთად

20:16; 5.12.2025
საზოგადოება

ხანძარს კაცი ემსხვერპლა

20:09; 5.12.2025
ფინანსები

12 სტარტაპი, 8 ქვეყანა, 12-კვირიანი აქსელერაციის პროგრამა – საქართველოში 500 Global in Eurasia-ს შემაჯამებელი ღონისძიება Demo Day გაიმართა

20:07; 5.12.2025
სამართალი

სუს-მა ოზურგეთის მერიის აუდიტის სამსახურის მოქმედი მთავარი სპეციალისტი და ნატანების ყოფილი რწმუნებული დააკავა

18:03; 5.12.2025
პოლიტიკა

“ყალბად მოგონილი აჟიოტაჟია” – მიხეილ სარჯველაძე

17:37; 5.12.2025
საზოგადოება

რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს 6 დეკემბერს

17:24; 5.12.2025
სამართალი

სუს-მა სკოლის დირექტორი დააკავა

17:18; 5.12.2025
ფინანსები

ბათუმში GOAL FITNESS-ის პირველი ფილიალი იხსნება – მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

17:06; 5.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკმა 2025 წელს 53 პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად განათლების შესაძლებლობები 300 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის შექმნა

15:51; 5.12.2025
პოლიტიკა

კობახიძე: შსს-მ იცოდა, რომ იყენებდა წყალს, კონკრეტულ ნივთიერებას, გამხსნელს, რომელიც იქნა შეძენილი თავის დროზე, დანარჩენს გამოძიება შეისწავლის

15:20; 5.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

9:59; 5.12.2025
0

ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

9:28; 5.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო