ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, აგრარულ საკითხთა, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიაზე, საკრებულოს წევრმა ლევან ნინიძემ თავისი სიტყვის გამოსვლის დროს შემდეგი სახის განცხადება გააკეთა.
“რა არის ეს ტენდერი?! იქნებ გამაგებინოთ ვინმე და საერთოდ, აპრილში გახდა ცნობილი, რომ მზიანში მოხდებოდა კულტურის სახლის გარემონტება, მაგრამ დღემდე არ არის არაფერი გაკეთებული. ყველა ტენდერის დასრულებას უცდის და წელს დასასრულებელი პროექტი, მომავალ წელს დასრულდება. არადა, გარემონტებულ სახლში ოთხწლიანი სკოლა განთავსებოდა, ასევე იარსებებდა კლუბი.
ანდა ახლა, რომ დაიწყეს ქობულეთი-ოზურგეთი გზის რეაბილიტაცია, ვის გაუგია წვიმებში ასფალტის დაგება? ყველაფერი ამ ტენდერის გამოა”, _ თქვა ლევან ნინიძემ.