ჯანდაცვის სამინისტრომ ანტიკრიზისული სოციალურ-ეკონომიკური გეგმის (II ეტაპი) მიზნობრივი სოციალური დახმარებისა და კომპენსაციის მიღების შესახებ პრეზენტაცია გამართა.
როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ განაცხადა, შშმ პირები და ბავშვები, კუთვნილ პენსიასთან ერთად 100-ლარიან დანამატს 6 თვე მიიღებენ. ჯამში დანამატი 600 ლარს შეადგენს.
მინისტრის მოადგილის თქმით, აღნიშნულ დახმარებას 40 ათასი ადამიანი მიიღებს და ამ ადამიანებს დამატებითი საბუთების წარდგენა არ დასჭირდებათ.