ოზურგეთში, ერთ-ერთ მანქანების გასამართ პროფილაქტიკურ სალონში, გასაკეთებლად მიყვანილი ავტომობილში, პროფესიონალ მოხელეს ასეთი სურათი დახვდა.
_ „რა დამახვედრა ყაძახმა „კაპოტში“ _ წერს ფეისბუკზე ჩვენი ერთ-ერთი მეგობარი და ფოტოსაც აქვეყნებს.
კითხვაზე, რატომ დადო აქ პატრონმა ხაფანგები, შემთხვევით, თაგვის გარდა „კორონას“ ხომ არ ჩაუსაფრდაო, _ გვითხრა:
_ ხუმრობა ახლა კაია, მარა კინაღამ ხელი მოვიტეხე, რო ავხადე „კაპოტი“ და დაგვეთანხმა იმაშიც, რომ ამ ძნელბედობის ჟამს, გურულ ნაღდ იუმორს ვაქცინის ფუნქციაც აკისრია.