ქალაქ ოზურგეთში, 2025 წლის დეკემბერში, თეატრალურ მოედანზე მთავარი საახალწლო ნაძვის ხის ანთების ღონისძიების ორგანიზება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას 70 000 ლარამდე დაუჯდება.
უკვე გამოცხადებულია ტენდერი. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას მოუწევს საახალწლო სოფელში სახლების მორთვა, სცენა და სცენის შეფუთვა, ფოტოზონის და სანტას სახლის მოწყობა. ამავე დღეს იგეგმება სხვადასხვა გასართობი აქტივობები ბავშვებისთვის.
ვინ განახორციელებს 70 000 ათასიანი პროექტს ოზურგეთში, ამას დეკებმრის ბოლოსკენ გავიგებთ.
































































