ფსიქიატრების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ახალგაზრდების თითქმის მეოთხედი მობილურ ტელეფონზეა დამოკიდებული.
BBC-ის ინფორმაციით, ლონდონის კინგსის კოლეჯის მიერ ჩატარებულ კვლევაში ნათქვამია, რომ ასეთი დამოკიდებულება ადამიანებს პანიკაში აგდებს ან აგიჟებს, როცა მათ დროებით აუკრძალავენ ტელეფონს და მუდმივი წვდომა არ ექნებათ სმარტფონზე.
კვლევის მიხედვით, ახალგაზრდები ასევე ვერ აკონტროლებენ რა დრო უნდა დაუთმონ ტელეფონს.
მკვლევარები იუწყებიან, რომ ასეთი დამოკიდებულებამ, შესაძლოა, ადამიანების მენტალურ ჯანმრთელობას სერიოზული ზიანი მიაყენოს.