საქართველოს პარლამენტში პრემიერ-მინისტრის მოხსენებას უსმენენ.
პრემიერმა კორონავირუსის შეჩერების მიზნით ქვეყანაში გადადგმული ნაბიჯების შესახებ ისაუბრა და განმარტა გადაწყვეტილებები, რაც წინ უძღოდა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას.
„დღეს საქართველოში არსებობს 297 000 სტაციონარი სულ 17 594 საწოლზე. აქედან სპეციალიზირებული დანიშნულების ჰოსპიტალები რომ გამოვაკლოთ რჩება დაახლოებით 10 000 საწოლი. აქედან ინტენსიური თერაპიის საწოლი ქვეყანაში არსებობს 2290, მაგრამ რესპირატული დაავადებებისთვის სასუნთქი აპარატებით აღჭურვილი გვაქვს 1749 საწოლი, რომელიც იყო ტექნიკურად მზად რომ ემკურნალა კოვიდ პაციენტებისთვის. დღეს ქვეყანაში გვყავს 488 რეანიმატოლოგი, რომელსაც ერთდროულად შეუძლია 1200 ინფექციური პაციენტის მომსახურეობა. ინფექციონისტი დღეს ქვეყანაში გვყავს 256. დღეში შეუძლია 853 პაციენტის მართვა. სასუნთქი აპარატების, საწოლების, ექიმების რაოდენობით ვხედავდით, რომ ქვეყანას შეეძლო ამ რაოდენობის პაციენტების მართვა.
ეს იყო პერიოდი, როდესაც გამოჩნდა ქვეყანაში ასე თუ ისე ნორმალურად დასაბუთებული საერთაშორისო პროგნოზები, რომელზე დაყრდნობითაც მთავრობა მოქმედებდა. ეს იყო პენსილვანიის უნივერსიტეტის მოდელი, რომელიც მიუთითებდა რომ შიდა გავრცელების შემდეგ ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა იქნებოდა 5 950. შემდეგი იყო ბაზელის უნივერსიტეტის მოდელი, რომელიც ამბობდა რომ პირველი შიდა გავრცელების შემთხვევიდან 13-14 კვირაში ჰოსპიტალიზირებულების რაოდენობა იქნებოდა 5 100 და აშშ-ს დააავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მოდელი, რომელიც ამბობდა რომ ქვეყანაში პირველი გავრცელების შემთვევიდან 5-6 კვირაში იქნებოდა 3000 შემთხვევა. ამ შემთხვევაში ინფიცირებულების მკურნალობის რაოდენობას, იგულისხმება ინფიცირებულების 20%. ამიტომ იყო ეს გადაწყვეტილებები მიღებული, რომელიც მოგვიწია“,_ განაცხადა პრემიერმა.