ისრაელსა და პალესტინას შორის, ღაზის სექტორში მომხდარი დაპირისპირების დროს 170 პალესტინელი ჟურნალისტი დაშავდა, 33 მედიაორგანიზაციის ოფისები კი დაბომბვისას განადგურდა, _ ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „პალესტინელ ჟურნალისტთა სინდიკატის“ (PJS) ანგარიშშია აღნიშნული. ინფორმაციას aa.com.tr ავრცელებს.
”33 მედია ორგანიზაციის ოფისი განადგურდა ღაზაში ისრაელის შეტევის დროს,” – განაცხადა PJS- ის თავმჯდომარემ ნასერ აბუ ბაქრმა.
ის, ასევე აღნიშნავს, რომ კიდევ 70-მდე ჟურნალისტი დაიჭრა ისრაელის მიერ პალესტინის ტერიტორიებზე განხორციელებული თავდასხმებისას.
”100-მდე სხვა ჟურნალისტმა მიიღო დაშავება დასავლეთ სანაპიროსა და აღმოსავლეთ იერუსალიმში ისრაელის თავდასხმების დროს”, _ თქვა აბუ ბაქრმა და დასძინა, რომ ჟურნალისტებმა დაზიანებები და ჭრილობები, ცემასა და გაზის ჩასუნთქვის დროს მიიღეს
PJS, ასევე განაცხადა, რომ პალესტინელი ჟურნალისტი იუსეფ აბუ ჰუსეინი მოკლეს ღაზას სექტორში, მის სახლში ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად.
PJS-ში ამბობენ, რომ, ჟურნალისტთა უფლებების დასაცავად, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმართავენ.
”PJS, საერთაშორისო ჟურნალისტებთან თანამშრომლობით, ადგენს დოკუმენტს ისრაელის მიერ ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული დანაშაულების შესახებ, რომელიც წარუდგენს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს”, _ განაცხადა აბუ ბაქრმა.
PJS – ში აცხადებენ, რომ ისრაელის შეტევის დროს განადგურდა რამდენიმე მაღლივი კორპუსი, სადაც ათეულობით უცხოური მედიის ოფისი იყო განთავსებული, მათ შორის Associated Press და Aljazeera TV.
როგორც გამოცემა წერს, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 10 მაისის შემდეგ, ღაზის სექტორში მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების დროს, სულ მცირე, 279 პალესტინელი დაიღუპა, მათგან 69 ბავშვია, 40 კი – ქალი. ამასთან, დაშავებულია 1 910 ადამიანი.
მინიმუმ 279 პალესტინელი დაიღუპა, მათ შორის 69 ბავშვი და 40 ქალი, ხოლო 1,910 ადამიანი დაშავდა ისრაელის მიერ ღაზას სექტორზე ისრაელის თავდასხმების შედეგად, 10 მაისიდან, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით.
შეგახსენებთ, რომ 7 მაისს ისრაელში შეტაკებები დაიწყო პალესტინელ აქტივისტებსა და ისრაელის პოლიციას შორის. სიტუაცია დაიძაბა შეიხ ჯარას რაიონში, სადაც ათეულობით პალესტინელი ოჯახი ცხოვრობს და გამოსახლების საფრთხის წინაშე დგას. რამდენიმე დღის განმავლობაში მოსახლეობა და პოლიცია ერთმანეთს ქვებითა და რეზინის ტყვიებით, ცრემლსადენი გაზით უპირისპირდებოდა.
11-დღიანი ბრძოლა ისრაელსა და „ჰამასის“ დაჯგუფებას შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 20 მაის ეგვიპტის შუამავლობით ამოქმედდა.