BBC-ის ინფორმაციით, რუსეთის შეჭრამ უკრაინაში არსებითად იმოქმედა სურსათის ფასებზე, მათ შორის მცენარეულ ზეთებზე, ხორბალსა და სიმინდიზე.
რუსეთის ბლოკადა შავი ზღვის სანაპიროზე ნიშნავს, რომ მილიონობით ტონა მარცვლეული ვერ დატოვებს უკრაინას.
როგორ დაზარალდება ხალხი?
მსოფლიო ბანკმა იწინასწარმეტყველა საკვების ფასების “უზარმაზარი” 37%-იანი ზრდა, რომლის შედეგადაც მისმა პრეზიდენტმა დევიდ მალპასმა თქვა, რომ რეკორდული ზრდა ასობით მილიონ ადამიანს გააღარიბებს.
რა რეაქცია აქვს მთელ მსოფლიოში?
ღრმა ეკონომიკურმა კრიზისმა შრი-ლანკაში, სადაც ბევრი ადამიანი ვერ ახერხებს საკვების შეძენას, გამოიწვია ძალადობრივი პროტესტი.
გაეროს ცნობით, სურსათისა და საწვავის ფასების ზრდა აფრიკაში “უპრეცედენტო” კრიზისს იწვევს.
ახლო აღმოსავლეთში მსოფლიო ბანკმა ლიბანს 150 მილიონი დოლარის სესხი მისცა სასურსათო უსაფრთხოებისთვის რაც პურის ფასების სტაბილიზაციას ისახავს მიზნად.