Census Bureau-ს ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემია ამერიკელი ხალხის მენტალურ ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს.
მონაცემების მიხედვით, ყოველი 100 ამერიკელიდან 3-ს, დეპრესიის ან კლინიკური შფოთვის ან ორივეს ნიშნები აქვს.
ყველაზე მეტად დაზარალებულები არიან ქალები, ახალგაზრდები და ღარიბები.
გავრცელებული ინფორმაციით, მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები უკავშირდება კორონავირუსის პანდემიის გამო უმუშევრობისა და დაღუპულთა რიცხვის ზრდას.