https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

    ალიევი: “საქართველოზე გამავალი ტვირთები სომხეთზე გაივლის”

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

    გრენლანდია ეროვნული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის იმპერატიულია – დონალდ ტრამპი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რა კავშირშია მეზობელი მუნიციპალიტეტიდან მომწამვლელი ნარჩენების შემოტანასთან ოზურგეთის მერი

8:06; 6.06.2019
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანების ტერიტორიაზე, “ლეკიანად” წოდებულ ფართობზე, გარემოს დაბინძურების ამაზრზენი ფაქტის მოწმე გავხდით _ როგორც “გურია ნიუსის” წყარო ამბობს, აქ საგანგებოდ, სპეციალური ტექნიკით გაჭრილ ორას მეტრამდე სიგრძის არხებში, ქობულეთის ციტრუსოვანთა ერთ-ერთი ქარხნის დირექტორმა პროდუქციის გადამუშავების შემდეგ დარჩენილი ტონობით ნარჩენი, ოზურგეთის ტერიტორიაზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის, კონსტანტინე შარაშენიძის თანხმობითა და დახმარებით შემოიტანა. ის თვეების განმავლობაში ეზიდებოდა აღნიშნულ ტერიტორიაზე ნარჩენებს, რომელიც დღეს უბინძურეს, გარემოს მომწამვლელ მასად არის ქცეული და სივრცეში აუტანელი სუნი ასეულობით მეტრ მანძილზე ვრცელდება. ეს განსაკუთრებით საგრძნობია თბილისი-ქობულეთი-ბათუმის ავტომაგისტრალზე მოძრავ ტრანსპორტში მყოფთათვის _ ტრანსპორტში, სანამ ამ სივრცეში მოძრაობ, მძაფრი, სულის შემხუთავი სუნი იგრძნობა.

ტერიტორიაზე კი, სადაც გარემოსთვის კატასტროფის მომასწავებელი მასა ყრია, ცოტა ხანიც რომ დაჰყოთ, ყელის არეში წვას იგრძნობთ და ჩნდება შეგრძნება, რომ უსიამო, მძაფრი სუნი სუნთქვას გიფერხებთ.

ჩვენი წყაროს ცნობით, ტერიტორია, რომელზეც ღრმა არხებია გაჭრილი, კერძო საკუთრებაა _ 1,6 ათას ჰექტარი ფართობს ფლობს ვინმე ელეონორა ბარამიძე, რომელიც ოზურგეთში ვერ ვიპოვეთ. იგი თბილისში ცხოვრობს და გურიაში იშვიათად ჩამოდის. წყარო გვეუბნება, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის ძალისხმევით მოხდა ამ ქალბატონის მოძებნა და მასთან შეთანხმება, რომ ქობულეთის ციტრუსოვანთა ქარხნის დირექტორ რამაზ გოგიტიძეს ნარჩენების დასაყრელი ფართობი ჰქონოდა.

_ რასაკვირველია, ეს ანგარების გარეშე არ მოხდებოდა. თუ ასე არ არის, მაშინ შარაშენიძე ძველი ბიჭია? და თუ ასეთია, იქ რა უნდა, სადაც ზის? ხალხის არჩეული მერი, 21-ე საუკუნეში მეზობელი რეგიონიდან კერძო პირს შემოუძღვა და ტონობით ბინძური ნარჩენი შემოატანინა ოზურგეთის ტერიტორიაზე, რაც გარემოს გარდაუვალ საფრთხეს უქმნის. აქვე, ხუთასი მეტრის დაშორებით, “ციცინათელაა“. მეცენატი კაცი მილიონებს ხარჯავს, რომ ჩვენთვის ეკოლოგიურად სუფთა და საუკეთესო გარემო შექმნას, სამოთხეს დაამსგავსა იქაურობა, ეს მერი კიდევ ნაგავს და მომწამვლელ მასას ეზიდება მეზობელი რეგიონიდან… გააღვიძეთ გურულები, არ გაიგუდოთ! _ გვეუბნება წყარო და საუბრობს იმაზეც რომ, აქვე პატარა ჩოლოქში თევზი კი არა, ბაყაყიც აღარ ხტის, ამ სიბინძურემ და დამყაყებულმა ნარჩენმა წყალი ისე მოწამლა.

ელეონორა ბარამიძის მოსაზღვრე ფართობის მფლობელი ნინო გელაშვილი თავის კუთვნილ ტერიტორიაზე გოგიტიძის შეჭრას ადასტურებს და ამბობს, რომ აქ მოსულს უკვე სიგრძივი არხები გათხრილი დახვდა. როცა მივიდა, შიგ ნარჩენებს ყრიდნენ. გელაშვილის მეუღლე ერეკლე რუსიეშვილი ადასტურებს, რომ მას მოულოდნელად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, კოტე შარაშენიძემ დაურეკა და გააფრთხილა, გოგიტიძეს ნუ ედავებოდა.

_ ხმას დაუწიე! მე კოტე შარაშენიძე ვარ, შენს საკუთრებაში არ ვართ შემოსული, მას ბარამიძემ იჯარით მისცა თავისი ფართობი, _ მითხრა მერმა და შემპირდა იმასაც, რომ თუ ჩემს ფართობში დაყრიდნენ ნარჩენებს, მიწით დაფარავენ და პირვანდელ სახეს დაუბრუნებენ, _ გვეუბნება რუსიეშვილი.

რუსიეშვილი ამბობს იმასაც, რომ “შარაშენიძე თვითონ მივიდა აღნიშნულ ადგილზე, დაათვალიერა გარემო და უცებ იუცხოვა იქვე დაყრილი ნაგავი, რომელიც მართლაც ცალკე ეყარა და აშკარა იყო, ვიღაცა სხვამ მიიტანა. თუმცა, თვითონ რომ ტონობით ნარჩენი–ნაგავის შემატანაში დაეხმარა გოგიტიძეს, ეს თითქოს არაფერი იყო“.

ნინო გელაშვილი გვიამბობს, თუ როგორ და რატომ დასჭირდა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში სირბილი იმის გამო, რომ გოგიტიძისთვის დაემტკიცებინათ, ნამდვილად იყვნენ თუ არა შეჭრილი მის ფართობში დაუკითხავად.

_ რამდენი ვიწვალეთ, ნუ მკითხავთ! 200 ლარი მარტო მიწის მზომავს გადავუხადეთ, რომელიც აქ მოვიყვანეთ, ნახაზი როგორც იყო შედგენილი პასპორტის მიხედვით, ის რომ დაედასტურებინა. დადგინდა, რომ 1700 კვმ–ით იყვნენ შემოჭრილი. ზარალის მოყენებისთვის სამხარაულის ბიუროს გადაწყვეტილებით, დადგინდა, რომ დღევანდელ ფასთან მიმართებაში, ცხრა ათასი ლარის ზარალი მოგვაყენეს.

გოგიტიძემ გვითხრა, მაგის მომცემი ვინაა, უფრო დაკონკრეტდითო. რა უნდა დავაკონკრეტოთ? კაცი შემოიჭრა ჩვენს საკუთრებაში, ვერ დავარწმუნეთ, რომ ჩვენს მიწაზე იყო, სანამ ექსპერტიზა არ ჩავატარეთ. გადათხარა ყველაფერი. ახლა კიდევ ულტიმატუმს გვიყენებს. საკვირველი ის არის კიდევ, რომ გოგიტიძემ გვირჩია, ეს მასა საუკეთესო სასუქიაო. თუ ასეა, მან თვითონ ვერ მოიხმარა, აქ შემოზიდვით რომ გაწყდა წელში? თუ ლიცენზია აქვს და საწარმოს დირექტორია, ადგილზე გადამუშავებაც უნდა შეეძლოს იმ მასის, რაც ოზურგეთელებს მოგვაყარა. ძალიან მაინტერესებს, საიდან და რატომ გამოჩნდა შარაშენიძე? სახტად დავრჩით, ჩემს მეუღლეს რომ დაურეკა. რატომ ჩაერია? და თუ ჩაერია, ჩვენს საზიანოდ და ქობულეთიდან, დიდი ალბათობით, მის მიერ შემოყვანილ გოგიტიძეს იცავს, რომელმაც ამდენი ბინძური მასა შემოიტანა! _ ამბობს გელაშვილი.

ერეკლე რუსიეშვილის თქმით, მოსაზღვრედ მცხოვრებ ელეონორა ბარამიძეს, რომელსაც ნანა ბარამიძედ იცნობდა, ერთხელ შეხვდა, გაცილებით ადრე და მოილაპარაკეს, რომ გვერდი-გვერდ მდებარე ფართობი ერთად შეეღობათ, თუმცა, მერე აღარ უნახავს.

_ რატომ ჩაერია შარაშენიძე ამ ამბავში, ვინ დაავალა ეს თუ თვითონ დაივალა და რაღაც გარიგებაში შევიდა გოგიტიძესთან, მე არ ვიცი. თუმცა, რა უნდა ვიფიქრო, როცა მუნიციპალიტეტის მერი მირეკავს და მარწმუნებს, რომ ვტყუი?! ხომ დავამტკიცეთ, რომ მართალი ვარ? სამხარაულის ბიუროს ჩვენ მივმართეთ, დაედგინა, არიან თუ არა შემოჭრილი ჩვენს ნაკვეთზე და რა ღირებულების ზიანი მოგვადგა კომპანიის მიერ, _ ამბობს ის.

ნინო გელაშვილს ვთხოვეთ, ჩვენთვის გადმოეცა სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს და აჭარის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტიდან მათი მიმართვის საფუძველზე მომზადებული დასკვნა.

დასკვნაში წერია: “მანდარინის ნარჩენების ჩასაყრელად თხრილის მოსაწყობად ამოღებული გრუნტის ნაყარის დადგენილი მასა მდებარეობს ს/კ 263607017 ნაკვეთთან. გადაფარვის–შეჭრის–ფართი ერთ უბანზე 1 719, 45 კვმეტრია, ორმოს 69.53 კვ.მ. უჭირავს. სასაქონლო კვლევების თანახმად, 1.00 კვმ. მიწის ნაკვეთის მთლიანი საბაზრო ღირებულება შეადგენს 5,40 ლარს. შესაბამისად, 1 719, 45 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მთლიანი საბაზრო ღირებულება შეადგენს ეს ფართი გამრავლებული 5,40 ლარზე“.

თუმცა, როგორც ნინო გელაშვილი ამბობს ამ თანხის გადახდისგან გოგიტიძემ თავი შორს დაიჭირა და დღემდე ამაოდ ელოდებიან.

“გურია ნიუსი” ორი დღის განმავლობაში ამაოდ ცდილობდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს კოტე შარაშენიძეს დაკავშირებოდა. ასევე, ყველანაირად ვეცადეთ, რამაზ გოგიტიძე მოგვეძებნა, თუმცა, მეზობელ რეგიონში ვერც ჟურნალისტებმა და მათ შორის, ვერც რამდენიმე საჯარო მოხელემ ვერ შეძლო, ჩვენ და გოგიტიძე ერთმანეთს დავეკავშირებინეთ: “ტელეფონი უცხო პირთათვის დაბლოკილი აქვს“, _ გვითხრეს იქ.

რაც შეეხება შარაშენიძეს, ორი დღის განმავლობაში ადგილზე ვერც ერთხელ ვნახეთ, მდივან–რეფერანტი ალიონა სურგულაძე კი ამაოდ ურეკავდა მას: “არ მპასუხობს, სად არის, არ ვიცი“, _ გვითხრა სურგულაძემ. საბოლოოდ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურიდან ასეთი პასუხი მოგვაწოდეს: “თუ სურს მოქალაქე გელაშვილს, მერიაში წერილით შემოვიდეს ან მიმართოს სასამართლოს“.

ნინო გელაშვილი და ერეკლე რუსიეშვილი სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებენ.

რაც შეეხება გარემოს დაცვის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს უფროსს, მუხრან კაკაბაძეს, მან, მიუხედავად არაერთი ზარისა, არ გვიპასუხა. ხოლო გარემოს დაცვითი სწრაფი რეაგირების განყოფილების უფროსმა ალექსი გოგალაძემ გვითხრა, რომ “ლეკიანის” ტერიტორიაზე ნარჩენების შემოტანის ფაქტი მათთვის ცნობილია, ადგილზეც იყვნენ, თუმცა, უფრო დაზუსტებით თქმა ამის შესახებ, მუხრან კაკაბაძეს შეუძლია, რომელიც ამ მომენტისთვის შვებულებაში იმყოფება. როცა ვუთხარით, რომ კაკაბაძეც არ გვპასუხობდა, გვირჩია, კვლავ დაგვერეკა:

_ დაურეკეთ, გიპასუხებთ. ამის შესახებ მან უკეთ იცის.

თუმცა, არა ერთი მცდელობის მიუხედავად, კაკაბაძე, ისევე, როგორც გოგიტიძე და შარაშენიძე, ვერსად ვიპოვეთ და ვერც დაუკავშირდით.

“გურია ნიუსისთვის” კიდევ ერთი ფაქტი გახდა ცნობილი, რომელიც ქობულეთელმა კოლეგებმა მოგვაწოდეს:

“გოგიტიძემ მანდარინის ნარჩენების დაყრა აქ დაიწყო და სასწრაფოდ მოხდა რეაგირება _ მას აუკრძალეს ასე უპასუხისმგებლოდ ტერიტორიების დაბინძურება. თუმცა, თუ გურიის ტერიტორიაზე შემოიტანა, ეს არ ვიცოდით“, _ გვითხრა ჟურნალისტმა ზურაბ ბაუჟაძემ.

“გურია ნიუსი” ამ ვანდალურ ფაქტზე მუშაობას აგრძელებს.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

ამინდი იცვლება – სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

12:55; 23 იანვარი, 2026
საზოგადოება

სტრასბურგის სასამართლომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საჩივრის განხილვა დაიწყო _ საია

12:31; 23 იანვარი, 2026
საზოგადოება

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

12:07; 23 იანვარი, 2026
საზოგადოება

კაცი, რომელსაც 4 დღის განმავლობაში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

10:15; 23 იანვარი, 2026
საზოგადოება

“არ გამოიყენოთ”- სეს-ი მოსახლეობას ბავშვთა კვების პროდუქტის შესახებ აფრთხილებს

20:42; 22 იანვარი, 2026

არის თუ არა ლანჩხუთში ფაროსანა?!

"ახლის გაკეთებას ვინ ამბობს _ რაცაა, იმასაც არ უვლიან!"

ყველა სიახლე

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: სამი მოქალაქე იმისთვის დააპატიმრეს, რომ ტროტუარზე იდგნენ

14:15; 23.01.2026
პოლიტიკა

„ყველას უნდა დაველაპარაკოთ, პარტიული ნიშნით ვერავის განვასხვავებ“ – ვაშაძის კომენტარი ციხის დატოვების შემდეგ

13:28; 23.01.2026
ფინანსები

ლარი გამყარდა – რა ღირს დოლარი და ევრო

13:08; 23.01.2026
სამართალი

გიორგი ვაშაძემ ციხე დატოვა 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ

12:59; 23.01.2026
საზოგადოება

ამინდი იცვლება – სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

12:55; 23.01.2026
სამართალი

თბილისის აეროპორტში, მგზავრის ხელბარგში „მეთადონის“ შემცველი 30 აბი აღმოაჩინეს

12:42; 23.01.2026
საზოგადოება

სტრასბურგის სასამართლომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საჩივრის განხილვა დაიწყო _ საია

12:31; 23.01.2026
საზოგადოება

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

12:07; 23.01.2026
Sweet child playing with plastic blocks
ზაფრანი

როგორია თქვენი ბავშვი?

10:53; 23.01.2026
ზაფრანი

რომელია თქვენი იღბლიანი კვირის დღე

10:52; 23.01.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს რომელ ნიშანთან შეძლებთ გამდიდრებას

10:50; 23.01.2026
საზოგადოება

კაცი, რომელსაც 4 დღის განმავლობაში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

10:15; 23.01.2026
მსოფლიო

დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

10:12; 23.01.2026
ზაფრანი

ვინ იმყოფება ზეციური ძალების დაცვის ქვეშ 

9:50; 23.01.2026
პოლიტიკა

ბერდია სიჭინავა: მიმდინარეობს გიორგი გახარიას საჩვენებელი დასჯა

21:28; 22.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო