ეს ვიდეო კადრები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს ახალაშენებული ხიდის ქვეშ არის გადაღებული.
ვიდეო ერთ-ერთმა ოზურგეთელმა არასამთავრობო ორგანიზაცია “ეკოს“ მიაწოდა.
“პირდაპირ მდინარიდან მიმდინარეობს ღორღის მოპოვება. როგორც მოქალაქეებმა გვითხრეს, გამოკითხეს სატვირთოს მძღოლები. მათ კი უპასუხეს, რომ ღორღი სოფელ მთისპირის შიდა გზებისთვის მიგვაქვსო.
სოფელ დვაბზუს ხიდი ღორღის უკონტროლო მოპოვების შედეგად ერთხელ უკვე დაინგრა და ახალსაც ძირს უთხრით?“_ წერენ სოციალურ ქსელში “ეკოს“ წარმომადგენლები.
“გურია ნიუსი“ დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.