საკონსტიტუციო პროექტის საერთო სახალხო განხილვა თბილისი, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში საპროტესტო აქციის ფონზე დაიწყო.
„ათეული კომუნისტი არ აძლევს 2500 კაცს იმის საშუალებას რომ განიხილოს კონსტიტუცია. ილია ჭავჭავაძის ქვეყანაში კომუნისტების ადგილი არ არის, მინდა მოგიწოდოთ რომც დაადგეთ ილია ჭავჭავაძის გზას.
თქვენ აირჩიეთ კომუნიზმის გზა. მაგრამ მოგიწოდებთ იაროთ ცოდნის გზით, სწავლის გზით და ილია ჭავჭავაძის გზით.
ახალგაზრდა კომუნისტების ადგილი საქართველოში არ არის და არასოდეს იქნება. კომუნიზმი დამთავრდა საქართველოში, მადლობა ღმერთს, და არასოდეს დავუბრინდებით“, _ განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, დარბაზში ხმაური და შეძახილები, პროვოკაციაა.
დიდი საკონცერტო დარბაზში ახალგაზრდების ჯგუფია შეკრებილი, რომლებიც უსტვენენ და შეძახილებით – “კონსტიტცუია ხალხს” – პარლამენტის თავმჯდომარეს განხილვის დაწყების შესაძლებლობას არ აძლევენ.
დარბაზში შეკრებილი ახალგაზრდები „აუდიტორია 115“-ის წევრები არიან.