https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რა ხდება ოზურგეთის ცენტრში: „მალე აქ ნიფხ..საც გამოკიდებენ“

7:04; 27.04.2018
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ოზურგეთის ცენტრალურ ნაწილში,  გურიის ქუჩაზე,  ბაზრის თითქმის ყველა მოვაჭრე გარეთაა გამოსული, მათ ახალი შემადგენლობაც მიემატა და ტროტუარებზე წარმოდგენილი სანახაობა მეტად კომიკურია.

ყველაზე სასაცილო  მაინც მთელ სიგრძეზე გაჭიმული თოკია, რომელზეც მეორადი სამოსია გაკიდული: შარვლები, კაბები, პერანგები. გამვლელ-გამომვლელები სარკასტულ ქირქილს არ იშურებენ: „მალე აქ ნიფხ..საც  გამოკიდებენ, ცოტა დაიცადეთ და მერე გადაიღეთ“, _ ჩაილაპარაკებენ და კითხვაზე, მოსწონთ თუ არა ეს მდგომარეობა, კვლავ ირონიულად გვპასუხობენ, აბა, იმათ ჰკითხეთ, თუ არ მოსწონთ“.

გასაშრობად გაკიდული სარეცხივით გაფენილი მეორადი ტანსაცმლის სიახლოვეს ქალბატონები სხედან. კითხვაზე, ქმნის თუ არა ქალაქის ცენტრში ასე გაფენილი ტანსაცმელი უხერხულობას,  რატომ გაჭიმეს თოკი და ამ ფორმით რატომ სთავაზობენ კლიენტს საქონელს, ხუმრობით გვპასუხობენ:

_ ყუთიდან ამოვიღეთ და  გავკიდეთ ამ “ბაწარზე”, ჭინჭებს ვამზეურებთ და ჭკუასაც ვამზეურებთ ხან, აბა, რა ვქნათ?

ასაკოვანი ქალბატონი, რომელიც სახელს და გვარს არ გვიმხელს, ამბობს, რომ სამიოდე წიწილა მოაკლო სახლის ქონებას:

_ არაფრით წამოვიყვანდი, ხვალისთვის  პურის ფული რომ მქონდეს. წაიყვანე, სამი ცალი ორ თუმნად, თან ორი ვარიკაა, ერთი ყვინჩილა. სამი ქათამი გეყოლება მალე, დიდებია. აქ გამვლელ-გამომვლელი ბევრია, იქნებ, მალე გავყიდო“, _ გვეუბნება ის და ძნელია არ დაუჯერო, რომ მართლაც უჭირს, მაგრამ ტროტუარის თავში ჯდომა, ქალაქის ცენტრში რამდენად გამართლებულად მიაჩნია, ამაზე პასუხი არ აქვს.

გარემოვაჭრეთა შორის ერთი „სიახლეცაა“,  ახლა აქ, ისე, როგორც ზოგიერთ  „ტაქსების ბირჟაზეა“, ნარდს თამაშობენ. ვაშლებით სავსე ყუთების შუაში ორი ახალგაზრდა კაცი, მომხმარებლის მოლოდინში, როგორც თვითონ გვიხსიან, „კამათელს აგორებს და   დროს კლავენ“.

_ ვთამაშობთ, არაფერს  ვაშავებთ, კლიენტი როცა მოვა, შევწყვეტთ თამაშს და მოვემსახურებით. ბევრი რომ ყიდულობდეს, სათამაშო დრო გვექნება? აბა, რა ვქნათ… _ ამბობენ ისინი.

გურიის ქუჩაზე  მთლიანად ამორტიზებულია ტროტუარი და მოსიარულე ადამიანებს ფეხებში  ყველაფერი ერთად  ებლანდებათ: ქვები, ამოცვენილი ფილები თუ  ღორღი, რაზეც ისინი სამართლიან საყვედურს გამოთქვამენ. თუმცა, ასევე, სიბრალულს იწვევს იმ ადამიანების მდგომარეობა, რომლებიც მუდმივად  იმას  ამბობენ, სახლში რომ პური მიიტანონ, მთელი დღე მზის გულზე ამიტომ დგანან.

_ ჩვენ გვსიამოვნებს აქ დგომა? რომელიმეს გვილხინს? „პეტრუშკას“ და პრასს ვყიდი, რომ „კაპლი“ ვიყიდო და ორიოდე პური მივიტანო სახლში.

„გურია ნიუსი“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  მერიის ზედამხედველობის სამსახურის განყოფილების უფროსს,  შუქრი გაბრიჩიძეს ესაუბრა. იგი ხშირად ჩანს ქალაქის ამ ნაწილში, მოვაჭრეებთან მოსაუბრე. ამჯერად საკუთარი თვალსაზრისი და უახლოესი გეგმები გარევაჭრობის პრობლემასთან დაკავშირებით ასე გამოთქვა:

_ ჩვენ არაერთხელ ვთხოვეთ ხალხს, შესულიყვნენ ბაზარში, თუმცა, ისინი ამბობენ, რომ შიგნით აქვთ პრობლემა.  მაღაზიები დაიდგა და ადგილები არ არის.

_თუმცა, ბაზარში ბევრი ცარიელი დახლია…

_იქ არ სურთ. ამბობენ, სადაც ადრე ვდგებოდით, ის ადგილები გვინდაო. ბაზრის  გარე ტერიტორიაზე, ძირითადად, მანქანებით დგებოდნენ და იქედან ვაჭრობდნენ. როგორც იქნა, ავკრძალეთ მანქანებიდან ვაჭრობა. მერე დაკეტეს ეს მანქანები და პროდუქცია პირდაპირ  ტროტუარზე  გადმოიტანეს. რა უნდა ვქნათ? ადრეც გვეხმარებოდა პატრული და ახლაც დაგვეხმარება, თუმცა, მაშინ, თუ ჯოხი მოგხვდება თავში…  ფიზიკურ დაპირისპირებაში ვერ ჩავერთვები.

_ ეს ადამიანები ამბობენ, რომ მერიასთან ყველაფერი გარკვეული აქვთ და ნება აქვთ დართული. რომ აქ იდგნენ.

_ არაფერიც არ დაურთავს მერს. მან თქვა, რომ სანამ ადგილებს არ გამოვნახავთ, იქნებ, მოხერხდეს და ქოლგების ქვეშ დადგნენ ლამაზადო, _ ეს თქვა.  ვინ აღარ იყო აქ, მოვიდნენ იურისტები, ჟურნალისტები, დეპუტატებიც. ახლა  აღარავის მოსწონს ეს ყველაფერი, მაგრამ რა ვქნა?  ეს ხალხი ამბობს, აბა, ერთი ვინმემ გაბედოს  და ხელი მოგვკიდოსო. ჩვენ  რაღაც  რეგულაცია უნდა მოვიფიქროთ. გარევაჭრობის აკრძალვასთან დაკავშირებით, სამინისტროს დონეზე უნდა მოხდეს რაიმე  გადაწყვეტილების მიღება. დიდ ქალაქებშიც ასეთი ამბავია ბაზრების წინ. აღდგომამდე გვაცალეთო, გვეუბნებოდნენ და ავდგებითო.   ვაცალეთ. გავიდა ბრწყინვალე შვიდეულის კვირაც და მაინც არ ადგნენ. კანონში კი წერია, რომ მაგიდებს თუ ვნახავ ტროტუარზე გადმოდგმულს, 50 ლარით დავაჯარიმო. მაგრამ, ვინ დავაჯარიმო, სახელი ვიცი თუ გვარი. ყველაზე უწყინარი და შედეგიანი ფორმა მაინც ის იქნება,  მგონია, რომ ტროტუარის გასწვრივ ღობე გაკეთდეს. შიგნით უკვე ვერ დაჯდება ვერავინ, რადგან  გზაც ვიწროა და გამვლელი ამას არც თვითონ დაუშვებს. ღობის აქეთ კი პატრული არ მისცემს ნებას. მე მგონი,  ეს ყველაზე უწყინარი ფორმა იქნება.  ბევრს ვფიქრობთ ამ საკითხზე. ყველას გვაწუხებს  ეს და არავის უხარია, თუმცა. ჯერ ვერ მოწესრიგდა, _ გვითხრა შუქრი გაბრიჩიძემ.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

„აბიტურიენტებს ასარჩევად სამ პროფესიულ მიმართულებასაც შევთავაზებთ, გამოცხადდება 10 000 ადგილი“

11:59; 14 თებერვალი, 2026
საზოგადოება

„მოსალოდნელია უჩვეულო დათბობა“ – მეტეოროლოგი უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს აკეთებს

11:49; 14 თებერვალი, 2026
საზოგადოება

შსს პოლიციელებისთვის დამატებით 200 სამკერდე კამერას შეიძენს

11:45; 14 თებერვალი, 2026
საზოგადოება

“მომწამვლელია, ის სიკვდილს იწვევს” _ ექიმის საგანგებო გაფრთხილება საზოგადოებას

10:37; 14 თებერვალი, 2026
საზოგადოება

ვიდეო შეიცავს მძიმე კადრებს – ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთის გზატკეცილზე

10:26; 14 თებერვალი, 2026

ვის და რატომ შეექმნება პრობლემა ახალი საბანკო რეგულაციების შემდეგ

„პატარა რაღაცისთვის არ დაბრუნდებოდა“ _ ჭკუასელი ივანიშვილის დაბრუნებას აფასებს

ყველა სიახლე

საზოგადოება

„აბიტურიენტებს ასარჩევად სამ პროფესიულ მიმართულებასაც შევთავაზებთ, გამოცხადდება 10 000 ადგილი“

11:59; 14.02.2026
საზოგადოება

„მოსალოდნელია უჩვეულო დათბობა“ – მეტეოროლოგი უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს აკეთებს

11:49; 14.02.2026
საზოგადოება

შსს პოლიციელებისთვის დამატებით 200 სამკერდე კამერას შეიძენს

11:45; 14.02.2026
საზოგადოება

“მომწამვლელია, ის სიკვდილს იწვევს” _ ექიმის საგანგებო გაფრთხილება საზოგადოებას

10:37; 14.02.2026
საზოგადოება

ვიდეო შეიცავს მძიმე კადრებს – ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთის გზატკეცილზე

10:26; 14.02.2026
საზოგადოება

რომელ ავტომობილებზე არ გავრცელდება შეზღუდვა რომელიც 1-ელი აპრილიდან ამოქმედდება – სამინისტროს განცხადება

10:16; 14.02.2026
ზაფრანი

ვინ კითხულობს ადამიანებს წიგნივით

21:59; 13.02.2026
ზაფრანი

რას ამბობს თქვენი დაბადების წლის ბოლო ციფრი თქვენს შესახებ

21:55; 13.02.2026
ზაფრანი

ერთგულების რეიტინგი

21:51; 13.02.2026
პოლიტიკა

ელენე ხოშტარია: განათლებას აუქმებენ – არც ფულს დავხარჯავთ ამაში და არც თქვენი ცოდნის ატანა შეგვიძლიაო!

20:31; 13.02.2026
პოლიტიკა

“ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან კონსტრუქციულ ურთიერთობას ესწრაფვის”- სახელმწიფო დეპარტამენტი

19:58; 13.02.2026
პოლიტიკა

პრობლემების იდენტიფიცირების ეტაპი- პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე ხილ-პროდუქტების და წვენების მწარმოებლებს მოუსმინეს

19:54; 13.02.2026
საზოგადოება

„თხილის გულის ფასი 20 ლარამდე იყო, დღეს არის 33-დან 35 ლარამდე“ – რატომ იზრდება დაფასოებული პროდუქციის ღირებულება

18:54; 13.02.2026
სამართალი

“300 000 ლარი მიითვისა, თავს არიდებს სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას”- პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

18:40; 13.02.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა – ადგილიდან მძიმე ვიდეო ვრცელდება

18:29; 13.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

12:03; 12.02.2026
0

ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

11:42; 11.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო